მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1726567774

ოპოზიციამ როგორც კი დაინახა ქმედითი ნაბიჯები დიდი შერიგებისკენ, საწინააღმდეგო, ვითომ ემოციური კამპანია დაალაგეს და იტყუებიან, თითქოს ვიღაცამ ბოდიში უნდა მოუხადოს რუსებს - მდინარაძე

ერთი ფრაზა ვინმემ თქვას, სად ითქვა ან რუსეთი, ან მკვლელი, ან მწამებელი, რომ ვინმემ რომელიმე მათგანის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს. ერთი ფრაზა ვინმემ დაასახელოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ როგორც კი დაინახა ქმედითი ნაბიჯები შერიგებისკენ, იმწამსვე ამის საწინააღმდეგო ვითომ ემოციური კამპანია დაალაგეს და იტყუებიან, თითქოს ვიღაცამ რუსებს უნდა მოუხადოს ბოდიში.„ბოლო-ბოლო, უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენი დები და ძმები, არიან თუ არა ისინი ჩვენი დები და ძმები? ურთიერთმიტევებასა და ბოდიშზე პანიკასა და კრუნჩვებში რომ ჩავარდნენ, დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე არ არსებობს. რა გზას ვირჩევთ. როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი არიან ომის პარტიის წარმომადგენლები, მოხდა თუ არა იმის მარტივი და სრული ლუსტრაცია, რომ ისინი ომის პარტიას, ომის ნარატივს წარმოადგენენ. დიახ, მართლა ომი უნდათ.ოპოზიციაში როგორც კი დაინახეს ქმედითი ნაბიჯები დიდი შერიგებისკენ, იმწამსვე ამის საწინააღმდეგო ვითომ ემოციური კამპანია დაალაგეს და იტყუებიან, თითქოს ვიღაცამ რუსებს უნდა მოუხადოს ბოდიში, ან ანწუხელიძის მკვლელს და მწამებელს უნდა მოუხადოს. რატომ სჭირდებათ ასეთი ბინძური ტყუილი? მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ და სწორად ვამბობთ, რომ ოსები და აფხაზები არიან ჩვენი დები და ძმები. ჩვენ ამ ქვეყნის მხოლოდ ტერიტორიის კი არა, ხალხების გაერთიანება უნდა შევძლოთ ურთიერთპატიებით, მიტევებით და დიდი შერიგების წინაპირობად საჭიროა, ძლიერმა გადადგას ნაბიჯი და თქვას, რომ დიახ, მე თქვენ, აფხაზებს, ოსებს და არა მკვლელებს და მწამებლებს, არა გმირების მკვლელებს და არა ოკუპაციის ავტორებს, არამედ ჩვენ დებს და ძებს შემიძლია, მოვუხადო ბოდიშიც, დავდგე ჩემს თავზე მაღლა, ურთიერთპატიების ნაბიჯები გადაიდგას და ქვეყანა და ხალხები გაერთიანდეს და არა ტერიტორიები.2007 წელს ჰქონდათ კამპანია, როგორც ჩანს, სააკაშვილმა უფრო ადრე იცოდა, რა სჭირდებოდათ მის პატრონებს, კამპანია იყო დალაგებული ბოდიშის, რადგან ეს იყო გზა ურთიერთმიტევებისკენ, შერიგებისკენ. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ძალიან დიდმა რეჟისორმა, ზაზა ურუშაძემ, „მანდარინები“ გადაიღო. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ვეფხვი და მოყმის ძეგლი დავდგით. ვართ ქვეყანა, სადაც შერიგების მინისტრი გვყავს და ესენი რომ მიუშვა, შეიძლება, შურისძიების სამინისტრო გააკეთონ.არავინ ამბობს, რომ მკვლელებს და მწამებლებს ვინმემ ბოდიში უნდა მოუხადოს. გავიმეორებ, ის მკვლელი და გმირების მწამებლები ისეთივე აფხაზები და ისეთივე ოსები არიან, როგორც მიხეილ სააკშვილია ქართველი, მიხეილ სააკაშვილის ქცევებით იხელმძღვანელოს რომელიმე ოსმა ან აფხაზმა და ქართველებზე ილაპარაკოს, რომ ჩვენ მკვლელები და მწამებლები ვართ? ამ ლოგიკით, ხომ შეუძლიათ, იგივე დაალაგონ და ცოტა გონს მოეგონ, რაში შედიან და ვის სახელებს და გვარებს სვრიან ამ თემაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

janri

კულტურა 1702117020

„ზაზასნაირ ადამიანს, სულ სხვა დაფასება უნდა... ნეტა, ცოცხალი ყოფილიყო და საერთოდ არაფერი გადაგვეღო" - ჟანრი ლოლაშვილი ზაზა ურუშაძეზე

კინორეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. 2019 წლის 7 დეკემბერს, რეჟისორი მოულოდნელად, აუზზე, გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს იყო შოკი ქართული კინოსამყაროსთვის. მაშინ ის 53 წლის იყო. ხელოვანის გახსენება, მის ნაცნობ-მეგობრებს, დღემდე ტკივილს აყენებს...ზაზას კინოანგარიშზეა ფილმები: "მე მოვედი", "აქ თენდება", "ბოლო გასეირნება", "სამი სახლი", "მანდარინები", "დარჩი ჩემთან", "აღსარება," "ანტონი". სერიალი "ცხელი ძაღლი".გთავაზობთ მის ფილმებთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს, რომელიც შესაძლოა "პრაიმტაიმიდან" პირველადაც გაიგოთ.რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ფილმი "სამი სახლის" ფაბულა ჟანრი ლოლაშვილის ნახატზე ააგო. სახელოსნოში ნანახმა "ბუებმა" ისე აღფრთოვანდა, რომ ტილომ სცენარი დააწერინა. საბოლოოდ კი, ფილმის საინტერესო სინოფსისი მივიღეთ.ნახატი მოგზაურობს სამ სხვადასხვა დროში, აღმოჩნდება სამ სახლში. ჟანრი ფილმში კოლექციონერის როლშია, მხატვრის როლს კი ზურა ყიფშიძე თამაშობს. ჟანრი ლოლაშვილი: - მე და ზაზა სულიერი მეგობრები ვიყავით. კინოს იქით ჩვენ სულს სხვა, განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. სცენარებს, სინოფსისებს ვწერდით ერთად, გეგმები გვქონდა, უნდა გვეთანამშრომლა. მაგრამ… არ შედგა… ნეტა, ცოცხალი ყოფილიყო და საერთოდ არ გადაგვეღო რამე."ცხელი ძაღლის" გადაღების პერიოდში 4 წელი გავატარეთ ერთად. მერე იყო "სამი სახლი", რომელშიც ჩემი ნახატი გამოიყენა და სცენარი ამაზე ააგო. კინო ზედმიწევნით კარგად იცოდა. თავისი კინოესთეტიკა ჰქონდა. თავისებური, ატიპური ხედვით.იუსტიციის სამინისტროში, პატარა გამოფენა იყო, ზაზა მოვიდა და მითხრა - ბუების ნახატი რატომ არ მაჩვენეო? იქ არის და ნახე-მეთქი. არა, ადრე რატომ არ მაჩვენეო? და ახლა ხომ ნახე-მეთქი, გავოცდი. ხვალ დაგირეკავო, მითხრა. მეორე დღეს დამირეკა და უკვე ფილმის სინოფსისი წამიკითხა. ამ ჩემს ნახატზე სცენარის დაწერა დაუწყია.ასე შექმნა "სამი სახლის" სცენარი და 2008 წელს ფილმიც გადაიღო.მერე ვუთხარი ჩიტის პორტრეტი მაქვს-მეთქი. ჩიტის პორტრეტის იდეა მოეწონა. რამე სხვა ტილოსაც ხომ არ დახატავო და დიდი, გამოგონილი ჩიტის პორტრეტი გავუკეთე, რომელიც სახლში დაკიდა...გაოგნებული ვარ ზაზას ნაადრევი წასვლით...მინდა გითხრათ, ძალიან ჩქარა იღებდა ფილმს, დროს არ კარგავდა. მაგრამ დიდი ხნის ნაფიქრს ჰგავდა. წყნარად, მშვიდად, თავისი გარკვეული ესთეტიკით იღებდა. სრულიად ახალი ხელწერა შემოიტანა ქართულ კინოხელოვნებაში, მაგალითად, დიალოგის კულტურა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.ხშირად უმადურები ვართ ადამიანები. ზაზასნაირ ადამიანს, სულ სხვა დაფასება უნდა, მაგრამ ასე არ არის. მხოლოდ მეგობრებისთვის კი არა, ის ქვეყნისთვის არის დიდი დანაკარგი.მე ზაზას მადლიერი ვარ. მასთან გატარებული დრო ჩემთვის გაკვეთილებად დარჩება. მინდა მეგობრობისთვის მადლობა ვუთხრა და პატივი მივაგო მის ხსოვნას.დიდი რეჟისორი დააკლდა ქართულ კინოს. ქართულ კინოხელოვნებას გამოაკლდა ადამიანი, რომელსაც თავისი ხელწერა ჰქონდა. "სამ სახლში", მხატვრის ძმის როლს თამაშობს მურმან ჯინორია. ზაზას ისიც იხსენებს.მურმან ჯინორია: – ზაზა ის რეჟისორი იყო, რომელმაც ღრმად იცოდა თავისი პროფესია. შედიოდა პერსონაჟის, ეპიზოდის, სცენის სიღრმეებში და ატმოსფეროს ქმნიდა ისევე, როგორც ქმნიდნენ ჩვენი დიდი რეჟისორები.ზაზასთან შეგეძლო ხელოვნებაზე გესაუბრა, მის თაობაში მსგავსი დონის პროფესიონალი იშვიათად მეგულება.თავს ბედნიერად ვთვლი, რომ მასთან არაერთხელ ვითანამშრომლე.მწყინს, რომ ასე ადრე წავიდა."დარჩი ჩემთან"დავით ბეჟიტაშვილი: ძალიან მინდოდა ფილმი ზაზა ურუშაძეს გადაეღო. იმ დროს ახალი გამოსული იყო მისი "სამი სახლი". მოკლედ, ვგიჟდები ამ ფილმზე, ვგიჟდები ზაზაზე. იმ დროს უკვე "მანდარინების" გადასაღებად ემზადებოდა, დეკორაციები მზად ჰქონდა, მაგრამ შეჩერებული იყო… და ბედად, თავისუფალი აღმოჩნდა.შევხვდი კინო "რუსთაველში" და გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს წინადადებას მთლად აღტაცებით არ შეხვედრია. მელოდრამა ჩემი არ არის, არ გადამიღიაო, მითხრა, მაგრამ დავითანხმე და გადაწყდა, რომ ფილმი შესვენების გარეშე, 34 დღეში უნდა გადაგვეღო.ნახა ირანული ვერსია, მისი ადაპტაცია თამარ ბართაიასთან ერთად გააკეთა, სცენარში ბევრი რამ შეცვალა კიდეც.თქვენთან საჯაროდ ვამბობ პირველად, რომ ამ როლისთვის ზაზას ნატა მურვანიძე უნდოდა… მარწმუნებდა, რომ ამ ფილმში მას ხედავდა და ძალიან მაგარი იქნებოდა. ვეთანხმებოდი, მაგრამ ჩემი მხრივ, მეც ვარწმუნებდი, რომ ნატოს სხვა მომღერლის ნამღერზე პირი უნდა გაეღო, რაც მე არ მინდოდა.პროდიუსერის უფლებები „ცუდად“ გამოვიყენე და ჩემი გავიტანე. ქალბატონი ქეთის (ლელას გმირი) პარტნიორი ბიჭის როლის შემსრულებელიც მე უნდა შევარჩიო-მეთქი, ვუთხარი. სხვაში არც არაფერში ჩავრეულვარ. ორი დღის გარდა, იმ 34 დღის მანძილზე, გადასაღებ მოედანზე არ მივსულვარ. ან როგორ შეიძლებოდა ზაზას გვერდით დავმჯდარიყავი და შენიშვნა მიმეცა. ამიტომ დასაწყისში გვქონდა პატარ-პატარა “ჭიდაობები”.ლელამ დიდი შრომისუნარიანობა გამოავლინა. 34 სამუშაო დღიდან 30-ის გადაღება ღამით მიდიოდა. არც ერთი დასვენების დღე არ ჰქონია. მოასწრო და ჩადგა ფორმაში, ძალიან გახდა. როლისთვის თავგანწირვა ჰქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ მეორე სუნთქვა გაეხსნა ამ ფილმით.პირველად ვამბობ იმასაც, რომ თავიდან ბიჭის როლზე ლაშა ჯუხარაშვილი მოიაზრებოდა.ლაშას როლზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა კიდეც. დადიოდა კლინიკებში და სიმსივნით დაავადებულებს აკვირდებოდა. მერე გარკვეული მიზეზის გამო, სიტუაცია შეიცვალა და გავაგრძელე მთავარი გმირის შემსრულებლის ძებნა. რთული აღმოჩნდა.ბოლოს, როლანდ ოქროპირიძემ რეკომენდაცია გაუწია პაატა ინაურს და „სამეფო უბნის თეატრსა“ და „მარჯანიშვილის თეატრში“, მე და ოთარ მიქელაძე (ის კონსულტანტობას მიწევდა), მის სპექტაკლებს დავესწარით, შემდეგ ის გავიცანით და დავამტკიცეთ კიდეც როლზე.მართლა უნიჭიერესი ბიჭი აღმოჩნდა. ეს ფილმი მის მხრებზე დგას. იმდენად ორგანულია, რომ მისი გმირის მიმართ თანაგრძნობა გიჩნდება."მანდარინები"ესტონურ-ქართული კო-პროდუქცია “მანდარინები” 2015 წელს ნომინირებული იყო “ოქროს გლობუსის” და “ოსკარის” საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციით.ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის პერიოდში ვითარდება, თუმცა ფილმში არ არის ასახული ომის სცენები. მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ. ომის დროს, ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა. სოფელში ორი მოსახლეღა შემორჩა. ქართველებსა და ჩეჩნებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, ერთ-ერთი ესტონელი, ივო (ლემბიტ ულფსაკი) სახლში შეიფარებს სიკვდილის პირას მყოფ ერთმანეთის მტრებს: დაჭრილ ქართველ მოხალისე მეომარსა (მიშა მესხი) და დაქირავებულ ჩეჩენ ბოევიკს (გიორგი ნაკაშიძე). აღმოჩნდება, რომ ესტონელი ივოს შვილი ომის დაწყებისას ქართველების ხელით დაიღუპა.აი, თუ როგორი გარდასახვით მოხდება ქართველისა და ჩეჩენის დამეგობრება, ეს ფილმში გექნებათ ნანახი, თუ არადა, უნდა ნახოთ."ზაზა, ამ ფილმში, მთავარი როლის შემსრულებლად მე მთვლიდა" - ამბობს გიორგი ნაკაშიძე "პრაიმტაიმთან". ასევე დაგაინტერესებთ: საკმეველი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ამარცხებს - სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობასვისზე იქორწინა ცისანა სეფიაშვილმა"შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით

mamuka mdinaraZe

პოლიტიკა 1686744973

არავის ახსენდება, რატომ არ იყო წარდგენილი გენიალური რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი, „მანდარინები“ ქართულ კინოპროდუქტად „ოსკარზე და „ოქროს გლობუსზე“, იმიტომ, რომ საქართველოში არ მისცეს დაფინანსება - მამუკა მდინარაძე

როდესაც „ნაცმოძრაობა“ წევს კინოცენტრის თემას, არავის ახსენდება, რატომ არ იყო წარდგენილი გენიალური ადამიანის და გენიალურ რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი, „მანდარინები“ ქართულ კინოპროდუქტად „ოსკარზე და „ოქროს გლობუსზე“, იმიტომ, რომ საქართველოში არ მისცეს დაფინანსება, რატომ არ მისცეს დაფინანსება? იმიტომ, რომ ზაზა ურუშაძე იყო „ცხელი ძაღლის“ მეოთხე სეზონის ავტორი, რომელსაც ცენზურის გამო მაშინ დღის სინათლე არ ეღირსა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კინოცენტრთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.მისი თქმით, ამის ავტორები ახლა კინოცენტრში რაღაცებს აპროტესტებენ, რისი მორალური უფლებაც არ აქვთ. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თუკი სადმე რეორგანიზაცია გასაკეთებელია, უნდა გაკეთდეს, ქართულმა კინომ მეტი განვითარების საშუალება, მეტი თავისუფლება უნდა მიიღოს და არა ნაცების ნარატივის ქვეშ.„როდესაც „ნაცმოძრაობა“ წევს კინოცენტრის თემას, გუშინ ნაცმოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელი და სხვებიც ახსენებდნენ მაგალითად ზაზა ურუშაძეს, გენიალურ ადამიანს და გენიალურ რეჟისორს, არავის ახსენდება ის, ზაზა ურუშაძის ფილმი, „მანდარინები“ ქართულ კინოპროდუქტად რატომ არ იყო წარდგენილი „ოსკარზე და „ოქროს გლობუსზეც“ სხვათა შორის, იმიტომ, რომ საქართველოში არ მისცეს დაფინანსება. საქართველოში რატომ არ მისცეს დაფინანსება? იმიტომ ზაზა ურუშაძე იყო „ცხელი ძაღლის“ მეოთხე სეზონის ავტორი. სამი სეზონი აქვს როგორც მახსოვს გადაღებული და ერთ-ერთი იყო მეოთხე, რომელსაც ცენზურის გამო, მაშინ დღის სინათლე არ ეღირსა. ამის ავტორები ახლა კინოცენტრში რაღაცებს აპროტესტებენ. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. შესაბამისად ამისა, არანაირი მორალური უფლება იმ ხალხს, რომლებიც ამ კამპანიის წინა რიგებში დგანან, არ აქვთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, რეორგანიზაცია ვიღაცებს სამსახურიდან აუცილებლად ვიღაცის დათხოვნა ჰგონია.„რეორგანიზაცია იმდენ კომპონენტს მოიცავს ამის გარდა, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, თუკი სადმე რეორგანიზაცია გასაკეთებელია, უნდა გაკეთდეს. ქართულმა კინომ მეტი განვითარების საშუალება, მეტი თავისუფლება უნდა მიიღოს და არა ნაცების ნარატივის ქვეშ, ეს შეუშლებელია, თავისუფლებაც, განვითარებაც. გახსოვთ, ორი დღის წინ რა გადაწყვეტილება მივიღეთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცვლილება შეგვაქვს და მივიღეთ გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ამ ნაწილსაც, რომ მინიმუმ 10% სატელევიზიო დოკუმენტალისტიკას მოხმარდეს, ქართული ფილმის განვითარების საქმეში ამ მიმართულებითაც შევიტანოთ წვლილი, რომ საკმაოდ დიდი თანხის მინიმუმ 10% მოხმარდეს ქართულ დოკუმენტურ ფილმებს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ვიღაც რაღაცას წევს, როგორც აიწევა, ისე ჩაიწევა, მაგრამ საქმე გაკეთდება, ეს არის მთავარი. რაც შეეხება ბაჩო ოდიშარიას, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რაც მე მასთან მილაპარაკია, თუ არის სხვა ადამიანი ასეთი, რომ ასე კარგად იცოდეს ქართული კინო, ქართული ფილმების შესახებ ასე კვალიფიციურად შეიძლება მსჯელობდეს და ქართულ სინამდვილეში ბევრი ასეთი კინოკრიტიკოსი იყოს, კი ბატონო, ყველას დიდ პატივისცემას დავუდასტურებ, მაგრამ მე ბევრს ასეთს არ ვიცნობ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

janri

კულტურა 1677732480

"ადრე რატომ არ მაჩვენეო?" - რა გადაწყვეტილება მიაღებინა ჟანრი ლოლაშვილის "ბუებმა" ზაზა ურუშაძეს

ზაზა ურუშაძის ფილმის, "სამი სახლის" გადაღებას წინ ასეთი ამბავი უძღვის. რეჟისორმა ჟანრი ლოლაშვილის ნახატი "ბუები" რომ ნახა, ისე აღფრთოვანდა, რომ ტილომ სცენარი დააწერინა. საბოლოოდ კი, ფილმის საინტერესო სინოფსისი მივიღეთ. ლოლაშვილის ნახატი მოგზაურობს სამ სხვადასხვა დროში, აღმოჩნდება სამ სახლში. ჟანრი ფილმში კოლექციონერის როლშია, მხატვრის როლს კი ზურა ყიფშიძე თამაშობს. აი, რა უამბო ჟანრი ლოლაშვილმა "პრაიმტაიმს". ჟანრი ლოლაშვილი: - იუსტიციის სამინისტროში პატარა გამოფენა იყო, ზაზა მოვიდა და მითხრა - ბუების ნახატი რატომ არ მაჩვენეო? იქ არის და ნახე-მეთქი. არა, ადრე რატომ არ მაჩვენეო? და ახლა ხომ ნახე-მეთქი, გავოცდი. ხვალ დაგირეკავო, მითხრა. მეორე დღეს დამირეკა და უკვე ფილმის სინოფსისი წამიკითხა. ამ ჩემს ნახატზე სცენარის დაწერა დაუწყია.ასე შექმნა „სამი სახლის“ სცენარი და 2008 წელს ფილმიც გადაიღო.მერე ვუთხარი ჩიტის პორტრეტი მაქვს-მეთქი. ჩიტის პორტრეტის იდეა მოეწონა. რამე სხვა ტილოსაც ხომ არ დახატავო და დიდი, გამოგონილი ჩიტის პორტრეტი გავუკეთე, რომელიც სახლში დაკიდა...გაოგნებული ვარ ზაზას ნაადრევი წასვლით...მინდა გითხრათ, ძალიან ჩქარა იღებდა ფილმს, დროს არ კარგავდა. მაგრამ დიდი ხნის ნაფიქრს ჰგავდა. წყნარად, მშვიდად, თავისი გარკვეული ესთეტიკით იღებდა. სრულიად ახალი ხელწერა შემოიტანა ქართულ კინოხელოვნებაში, მაგალითად, დიალოგის კულტურა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.დიდი რეჟისორი დააკლდა ქართულ კინოს. ქართულ კინოხელოვნებას გამოაკლდა ადამიანი, რომელსაც თავისი ხელწერა ჰქონდა. 

lela tsurtsumia

შოუბიზნესი 1662365076

ვის უნდა ეთამაშა, ლელას ნაცვლად, ფილმში „დარჩი ჩემთან” – უცნობი ფაქტები გახმაურებულ ფილმზე

ფილმის – “დარჩი ჩემთან” პრემიერიდან 11 წელი გადის. ირანული მელოდრამა, „გრძელი ღამე”, ქართულ რიმეიქად, პროდიუსერმა დავით ბეჟიტაშვილმა აქცია. რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებლები თავად აარჩია. სხვა დანარჩენი ზაზა ურუშაძეს მიანდო და არც შემცდარა. ფილმმა კინოთეატრები წარმატებით მოიარა.მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი მელოდრამის გადაღების შეთავაზებას თავიდან მაინცდამაინც არ მოუხიბლავს, ფილმი შედგა და მას დღესაც სიამოვნებით უყურებენ.„დარჩი ჩემთან” ახალი სუნთქვის გახსნა იყო მთავარი როლის შემსრულებლისთვის, ლელა წურწუმიასთვის. მომღერალმა რამდენიმე კილო დაიკლო, საოცარ ფორმაში ჩადგა და გადასაღებ მოედანზე თავდაუზოგავად იშრომა.ფილმის პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი, “პრაიმტაიმის” მკითხველს, ექსკლუზიურად უმხელს თემებს, რომელზეც აქამდე საჯაროდ არსად უსაუბრია.დავით ბეჟიტაშვილი: – 2011 წლის 30 სექტემბერს საქართველოს კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა “დარჩი ჩემთან”.ეს ის პერიოდია, როდესაც თანამედროვე ქართული ფილმების ბუმი იყო ჩვენთან. კინოთეატრებში სრული ანშლაგებით რომ მიდიოდა ჩვენებები. ძირითადად, იმ პერიოდში კომედიებს იღებდნენ რეჟისორები.მაყურებელი მელოდრამებით არ იყო განებივრებული.70-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო ირანული ფილმი “გრძელი ღამე”, რომელშიც მთავარ როლს ირანელი მომღერალი, გუგუში ასრულებდა. ეს იყო მუსიკალური მელოდრამა და სიმღერებს თავად გუგუში ასრულებდა. ფილმი ძალიან მიყვარდა და ვიფიქრე, მოდი, ამ ფილმის ქართულ ადაპტაციას გავაკეთებ-მეთქი.ძალიან მინდოდა ფილმი ზაზა ურუშაძეს გადაეღო. იმ დროს ახალი გამოსული იყო მისი “სამი სახლი”. მოკლედ, ვგიჟდები ამ ფილმზე, ვგიჟდები ზაზაზე. იმ დროს უკვე “მანდარინების” გადასაღებად ემზადებოდა, დეკორაციები მზად ჰქონდა, მაგრამ შეჩერებული იყო… და ბედად, თავისუფალი აღმოჩნდა.შევხვდი კინო “რუსთაველში” და გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს წინადადებას მთლად აღტაცებით არ შეხვედრია. მელოდრამა ჩემი არ არის, არ გადამიღიაო, მითხრა, მაგრამ დავითანხმე და გადაწყდა, რომ ფილმი შესვენების გარეშე, 34 დღეში უნდა გადაგვეღო.ნახა ირანული ვერსია, ადაპტაცია თამარ ბართაიასთან ერთად გააკეთა, სცენარში ბევრი რამ შეცვალა კიდეც.ვუთხარი, რომ მთავარ როლზე ლელა მინდოდა, მის პარტნიორად კი დამწყები მსახიობი, რომლის დებიუტიც ამ ფილმში შედგებოდა. დანარჩენზე არ ჩავერეოდი.იმ პერიოდში ამ როლისთვის ლელა წურწუმიას გარდა, სხვა ვერავინ წარმომედგინა. არ მინდოდა, რომ სხვას ეთამაშა და სულ სხვისი სიმღერა დაგვედო.თქვენთან საჯაროდ ვამბობ პირველად, რომ ამ როლისთვის ზაზას ნატა მურვანიძე უნდოდა… მარწმუნებდა, რომ ამ ფილმში მას ხედავდა და ძალიან მაგარი იქნებოდა. ვეთანხმებოდი, მაგრამ ჩემი მხრივ, მეც ვარწმუნებდი, რომ ნატოს სხვა მომღერლის ნამღერზე პირი უნდა გაეღო, რაც მე არ მინდოდა.პროდიუსერის უფლებები „ცუდად“ გამოვიყენე და ჩემი გავიტანე. ქალბატონი ქეთის (ლელას გმირი) პარტნიორი ბიჭის როლის შემსრულებელიც მე უნდა შევარჩიო-მეთქი, ვუთხარი. სხვაში არც არაფერში ჩავრეულვარ. ორი დღის გარდა, იმ 34 დღის მანძილზე, გადასაღებ მოედანზე არ მივსულვარ. ან როგორ შეიძლებოდა ზაზას გვერდით დავმჯდარიყავი და შენიშვნა მიმეცა. ამიტომ დასაწყისში გვქონდა პატარ-პატარა “ჭიდაობები”.პირველად ვამბობ იმასაც, რომ თავიდან ბიჭის როლზე ლაშა ჯუხარაშვილი მოიაზრებოდა.ლაშას როლზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა კიდეც. დადიოდა კლინიკებში და სიმსივნით დაავადებულებს აკვირდებოდა. მერე გარკვეული მიზეზის გამო, სიტუაცია შეიცვალა და გავაგრძელე მთავარი გმირის შემსრულებლის ძებნა. რთული აღმოჩნდა.ბოლოს, როლანდ ოქროპირიძემ რეკომენდაცია გაუწია პაატა ინაურს და „სამეფო უბნის თეატრსა“ და „მარჯანიშვილის თეატრში“, მე და ოთარ მიქელაძე (ის კონსულტანტობას მიწევდა), მის სპექტაკლებს დავესწარით, შემდეგ ის გავიცანით და დავამტკიცეთ კიდეც როლზე.მართლა უნიჭიერესი ბიჭი აღმოჩნდა. ეს ფილმი მის მხრებზე დგას. იმდენად ორგანულია, რომ მისი გმირის მიმართ თანაგრძნობა გიჩნდება.ლელა, მანამდე, “გარიგება 2”-ში მყავდა მიწვეული, სადაც კომიკური სახე შექმნა, მაგრამ ამ ფილმში („დარჩი ჩემთან“) დიდი შრომისუნარიანობა გამოავლინა. 34 სამუშაო დღიდან 30-ის გადაღება ღამით მიდიოდა. არც ერთი დასვენების დღე არ ჰქონია. მოასწრო და ჩადგა ფორმაში, ძალიან გახდა. როლისთვის თავგანწირვა ჰქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ მეორე სუნთქვა გაეხსნა ამ ფილმით.ფილმის ოპერატორი ცხონებული გიორგი ბერიძე გახლდათ, საუკეთესო კინოოპერატორი. მხატვარი გოგი მიქელაძეა, რომელიც საკულტო ქართული ფილმების მხატვარი გახლავთ. ჩემთვის ასეთ ხალხთან ერთად ფილმის გაკეთება დიდი სკოლა და გამოცდილება იყო.რუსა მორჩილაძისთვის ეს იყო პირველი ნამუშევარი კინოში. მართლა კარგი მუსიკალური თემები დაწერა. მისი სიმღერები ამ ფილმიდანაც გაჰიტდა.პრემიერაზე სავსეა კინო “რუსთაველი”, გადის ფილმი და მე და ზაზა არ ვართ დარბაზში. მთელი საათი და 20 წუთის მანძილზე, ნერვულად დავდიოდით ფოიეში და ადგილს ვერ ვპოულობდით. თავს შევყოფდი კარში, ძალიან ვღელავდი.

lolashvili

კულტურა 1650626607

"მაგარი ტიპია, რა... მისებრ მოაზროვნე არტისტი, ბევრი არ არის საქართველოში. დიდხანს იყოს" - ჟანრი ლოლაშვილი 80 წლის გახდა

იშვიათად მოძებნით მსახიობს, რომელიც ისეთივე წარმატებული იყოს ხელოვნების სხვა სფეროში, ამ შემთხვევაში - მხატვრობაში, როგორც ჟანრი ლოლაშვილია. როგორც მურმან ჯინორია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ის ისეთივე საინტერესოა სცენაზე და კინოში, როგორც მხატვრობაში, მოაზროვნე არტისტიაო.მოაზროვნე არტისტი 22 აპრილს 80 წლის გახდა. რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ფილმი "სამი სახლის" ფაბულა სწორედ ჟანრის ნახატზე ააგო. რეჟისორი ისე მოხიბლა ლოლაშვილის სახელოსნოში ნანახმა "ბუებმა", რომ მასზე სცენარი დაწერა და ფილმში ეს ნახატი, სამ სხვადასხვა დროში ამოგზაურა.  მურმან ჯინორია ნიჭიერი კოლეგის შესახებ საუბარს მისი იუმორის გამოყოფით იწყებს და ამატებს, რომ კახელებზე ხუმრობა, ჟანრის საუკეთესოდ გამოსდის.მურმან ჯინორია: - როცა კაცს და მით უფრო, ხელოვანს იუმორის გრძნობა აქვს, მასთან ურთიერთობა კომფორტულად, რბილად და საინტერესოდ მიდის. უნიჭიერესი ადამიანია. მაშინ ხარ წარმატებული, როდესაც გამორჩეული და განსხვავებული ხარ. ვინმე ვინმეზე უკეთესი კი არ არის, მაგრამ თუ განსხვავებული ხარ, უკვე წარმატებულიც ხარ.ჟანრი თავისი ხელოვნებით არის განსხვავებული და ამიტომ აქვს თავისი განსაკუთრებული ფერი, როგორც სამსახიობო ხელოვნებაში, ისე - ფერწერაში. მისი ნახატები სხვის ნახატებს არ ჰგავს. არც თამაშის მანერა მოგაგონებთ სხვისას. სცენაზეც და კამერასთანაც, თამაშის მანერას მისეულ ფორმას უძებნის, სხვანაირად გამოხატავს, არასტანდარტულად.ბევრი არ არის საქართველოში მისებრ მოაზროვნე არტისტი. თან კარგად თამაშობს, თან მოაზროვნეა. მის ნახატებში აზრი დევს, გინდა ხე დახატოს, გინდა ბუ და გინდა - ყვავილი. ამიტომაც მოქმედებს ემოციურად ჩვენზე.ჩვენ რუსთაველის თეატრის სცენაზე ერთად ბევრ სპექტაკლში გვითამაშია. კინოში - "ცხელ ძაღლში" სამ სერიაში მომიწია მასთან ერთად თამაში. ბოლოს კი ზაზა ურუშაძის "სამ სახლში" ვითანამშრომლეთ. კომფორტულია მუშაობის დროს. კადრს მიღმა ხომ საოცარია მისი იუმორის მოსმენა. მაგრად ბაძავს კახელებს, აჯავრებს. ბოროტად კი არ ხუმრობს, პირიქით. იუმორი მაშინ არის კარგი, როდესაც ის სახალისოა. ჟანრის, კახელებზე, სახალისო სიუჟეტების მოყოლა შეუძლია. "სამი სახლის" გადაღებების დროს ქეიფები იყო. თუ მეორე დღეს გადაღება არ გვქონდა, იშლებოდა კარგი სუფრა და ჟანრი ხუმრობდა. მაგარი გურმანია, ეხერხება ახალი კერძის გამოგონება. ღვინის ფასიც იცის...მაგარი ტიპია რა, კარგად და ჯანმრთელად უნდა იყოს.სამეგობრო კაცია, სუფრასთან კარგია, სმაში და მოყოლაში კარგია. კარგი ცოლი და შვილები ჰყავს. გახარებული იყოს და დიდ ხანს გვყავდეს. საქართველოსთვის ასეთი განსხვავებული და გამორჩეული ფერი საჭიროა.

davit nikuradze

საზოგადოება 1647850584

„მართლა მთელი ცხოვრება გავიდა. ლაწირაკი ბავშვი ჩამოვედი, აბსოლუტურად გაუკვალავ გზაზე - „ვუსურვოთ „რუსთავი2“ის ვაშინგტონის ბიუროს დიდხანს სიცოცხლე“ - დავით ნიკურაძე

ჟურნალისტი დავით ნიკურაძე, რომელიც „კურიერის“ ვაშინგტონის ბიუროს წარმოადგენს, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ჩვენი კოლეგა წერს, ამ თვეში რუსთავი 2-ის ვაშინგტონის ბიუროს 18 წელი შეუსრულდა. „პრაიმტაიმი“ ჟურნალისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.„უი, წმინდაო ვიაჩესლავ, ამასობაში რუსთავი 2-ის ვაშინგტონის ბიურო სრულწლოვანი გამხდარა. 18 წელი შეუსრულდა ამ თვეში.ასე მგონია, მთელი ცხოვრება გავიდა კი არა, მართლა მთელი ცხოვრება გავიდა. ლაწირაკი ბავშვი ჩამოვედი, აბსოლუტურად გაუკვალავ გზაზე და არაფერი ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, საიდან დამეწყო და რისთვის მომება თავი. ჩამოსვლიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ, უკვე ამერიკის პრეზიდენტთან ინტერვიუ მქონდა ჩაწერილი თეთრ სახლში. მაშინ ვერ მივხვდი. მართლა ვერ გავაცნობიერე რა იყო ეს.იტალიაში ვიყავი, რომის პაპის, იოანე პავლე მეორის გარდაცვალებას და ახალი პაპის არჩევნებს ვაშუქებდი, ვაშინგტონიდან რომ დამირეკა მეგობარმა. დევიდ ხომ აქ ხარ, პრეზიდენტთან ინტერვიუ დადასტურდაო. ახლა იტალიაში ვარ, პაპის სატირალში მეთქი. მოიცა, რა იტალია, წამოდი ჩქარა, ბუშთან ინტერვიუს წერო. ისეთი გადარბენა და სიგიჟე მქონდა რომში, მაშინაც ვერ გავაცნობიერე, რას მეუბნებოდა. რედაქტორს კი დავურეკე, წამოვალ აქედან 2 დღეში და ამიღეთ უკან, ამერიკაში დასაბრუნებელი ბილეთი, ვაშინგტონში ბუში უნდა ჩავწერო მეთქი. „ეკაიფე ვის, იცი?“ - იყო პასუხი.მოკლედ, დავბრუნდი ვაშინგტონში, ჩავწერე პრეზიდენტი და ინტერვიუ ეთერში რომ გავიდა, ინგა გრიგოლიამ დამირეკა. ვუპასუხე თუ არა, დაიწყო: არც საბჭოთა და არც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი არავის არაფერი გაუკეთებია. ასე, რომ ახლა შეგიძლია ან მოკვდე ან პენსიაზე გახვიდე, რადგან რისთვისაც უნდა მიგეღწია, მიღწეული გაქვსო.არა, არ მოვკვდი და არც პენსიაზე გავსულვარ. ვის ახსოვდა ბუში, როდესაც 2 თვეში, ისევ რომში, ვია დეი კონდოტიზე ბულგარის სასახლეში ვიყავი და მსოფლიოს ყველაზე დახვეწილი საიუველირო სახლის მფლობელთან, ბულგარების დინასტიის მართლაც ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელთან, ანა მარია ბულგარისთან ინტერვიუს ვწერდი. ვის ახსოვდა ძველი მასალები, როდესაც 2 თვის შემდეგ, ქარიშხალ კატრინასგან განადგურებულ ნიუ ორლეანში დავდიოდი და ვუყურებდი სახლებზე წითელი საღებავით მიწერილ ციფრებს, თუ რამდენი ცხოვრობდა იქ და რამდენი დაიღუპა. ამის შემდეგ მოყვა და მიჰყვა, ბრეივიკის თავდასხმები ოსლოში და კუნძულ უტოიაზე.სტრესულ ვითარებაში მუშაობა და ინტერვიუ ქვეყნის პრემიერთან, იენს სტოლტენბერგთან, შემდეგ ბრეივიკის გასამართლება, მაიკლ ჯექსონის და უიტნი ჰიუსტონის ამბები, მანამდე ავღანეთის და ერაყის კამპანიები, ბუში უმცროსიდან მოყოლებული ყველა საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქება ამერიკაში, ინტერვიუები დიქ ჩეინისთან ვაიომინგში და არაერთხელ სენატორ მაკკეინთან, შეხვედრა ნიუ-მექსიკოში ლეგენდარული ჯერონიმოს შვილიშვილთან, რომელიც იელის უნივერსიტეტის უძველეს, საიდუმლო საზოგადოება „Skull and Bones“ ბაბუის თავის ქალის მოპარვაში ადანაშაულებდა, ოსკარების ცერემონია ჰოლივუდში, „მანდარინები“ და გადაღებები არაჩვეულებრივ ზაზა ურუშაძესთან.ვაშინგტონელი სნაიპერის, ჯონ ალენ მუჰამადის სიკვდილით დასჯა ვირჯინიის გრინსვილის ციხეში, დოკუმენტური ფილმები ალასკაზე, გადაღებები სიეტლის ბოინგის ცენტრში და KLM-ის ულამაზესი პირველი სამი შვიდიანი, სენდი ჰუქის სკოლის ტრაგედია, აფეთქება ბოსტონის მარათონზე, ქართველი მიგრანტების დაღუპვა ჩრდილოეთ ატლანტიკის გაყინულ წყლებში, კანადაში შეღწევას რომ ცდილობდნენ, გადაღებები სირიის ამბებზე, როდესაც ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ ქვეყანას ათიათასობით დევნილი ტოვებდა, გადაღებები ტიტანიკის დაღუპვის 100 წლისთავზე ჰალიფაქსში, სადაც ტიტანიკის მგზავრები არიან დაკარძალულები და სადაც საზღვაო მუზეუმში დაღუპული გემის საოცარი ექსპონატები ინახება, გადაღებები კანადის წმინდა მარგარეტის ყურეში, სვისეარის 111-ე რეისის დაღუპვის ადგილას.სამიტები, სამიტები, სამიტები... დიდი ოცეული, დიდი შვიდეული, ნატო. აი, პრაღის სამიტიდან მოყოლებული, ჩიკაგომდე. რა თქმა უნდა, ტრამპის ცხელი პოლიტიკური 4 წელი და აალებამდე მისული ტრანსატლანტიკური ხიდები. ბევრი ამბავი აღარც კი მახსოვს, იმდენი იყო. მართლა არ მახსოვს, რაღაცები მავიწყდება. იმ დღეს სადღაც თვალი ჯორჯ რობერტსონს მოვკარი და გამახსენდა, ნატოს გენერალური მდივანი რომ იყო, ბრიუსელში მასთან ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი. ერთი ერთზე, დამჯდარი ინტერვიუ. რომ არ დამენახა, არც გამახსენდებოდამოკლედ... ვუსურვოთ რუსთავი 2-ის ვაშინგტონის ბიუროს დიდხანს სიცოცხლე და კიდევ ის, რომ ინფორმაციის ღმერთის წყალობა არ მოჰკლებოდეს. Happy Anniversary!“- წერს დავით ნიკურაძე.