გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
როდესაც „ნაცმოძრაობა“ წევს კინოცენტრის თემას, არავის ახსენდება, რატომ არ იყო წარდგენილი გენიალური ადამიანის და გენიალურ რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი, „მანდარინები“ ქართულ კინოპროდუქტად „ოსკარზე და „ოქროს გლობუსზე“, იმიტომ, რომ საქართველოში არ მისცეს დაფინანსება, რატომ არ მისცეს დაფინანსება? იმიტომ, რომ ზაზა ურუშაძე იყო „ცხელი ძაღლის“ მეოთხე სეზონის ავტორი, რომელსაც ცენზურის გამო მაშინ დღის სინათლე არ ეღირსა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კინოცენტრთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
მისი თქმით, ამის ავტორები ახლა კინოცენტრში რაღაცებს აპროტესტებენ, რისი მორალური უფლებაც არ აქვთ. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თუკი სადმე რეორგანიზაცია გასაკეთებელია, უნდა გაკეთდეს, ქართულმა კინომ მეტი განვითარების საშუალება, მეტი თავისუფლება უნდა მიიღოს და არა ნაცების ნარატივის ქვეშ.
„როდესაც „ნაცმოძრაობა“ წევს კინოცენტრის თემას, გუშინ ნაცმოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელი და სხვებიც ახსენებდნენ მაგალითად ზაზა ურუშაძეს, გენიალურ ადამიანს და გენიალურ რეჟისორს, არავის ახსენდება ის, ზაზა ურუშაძის ფილმი, „მანდარინები“ ქართულ კინოპროდუქტად რატომ არ იყო წარდგენილი „ოსკარზე და „ოქროს გლობუსზეც“ სხვათა შორის, იმიტომ, რომ საქართველოში არ მისცეს დაფინანსება. საქართველოში რატომ არ მისცეს დაფინანსება? იმიტომ ზაზა ურუშაძე იყო „ცხელი ძაღლის“ მეოთხე სეზონის ავტორი. სამი სეზონი აქვს როგორც მახსოვს გადაღებული და ერთ-ერთი იყო მეოთხე, რომელსაც ცენზურის გამო, მაშინ დღის სინათლე არ ეღირსა. ამის ავტორები ახლა კინოცენტრში რაღაცებს აპროტესტებენ. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. შესაბამისად ამისა, არანაირი მორალური უფლება იმ ხალხს, რომლებიც ამ კამპანიის წინა რიგებში დგანან, არ აქვთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, რეორგანიზაცია ვიღაცებს სამსახურიდან აუცილებლად ვიღაცის დათხოვნა ჰგონია.
„რეორგანიზაცია იმდენ კომპონენტს მოიცავს ამის გარდა, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, თუკი სადმე რეორგანიზაცია გასაკეთებელია, უნდა გაკეთდეს. ქართულმა კინომ მეტი განვითარების საშუალება, მეტი თავისუფლება უნდა მიიღოს და არა ნაცების ნარატივის ქვეშ, ეს შეუშლებელია, თავისუფლებაც, განვითარებაც. გახსოვთ, ორი დღის წინ რა გადაწყვეტილება მივიღეთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცვლილება შეგვაქვს და მივიღეთ გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ამ ნაწილსაც, რომ მინიმუმ 10% სატელევიზიო დოკუმენტალისტიკას მოხმარდეს, ქართული ფილმის განვითარების საქმეში ამ მიმართულებითაც შევიტანოთ წვლილი, რომ საკმაოდ დიდი თანხის მინიმუმ 10% მოხმარდეს ქართულ დოკუმენტურ ფილმებს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ვიღაც რაღაცას წევს, როგორც აიწევა, ისე ჩაიწევა, მაგრამ საქმე გაკეთდება, ეს არის მთავარი. რაც შეეხება ბაჩო ოდიშარიას, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რაც მე მასთან მილაპარაკია, თუ არის სხვა ადამიანი ასეთი, რომ ასე კარგად იცოდეს ქართული კინო, ქართული ფილმების შესახებ ასე კვალიფიციურად შეიძლება მსჯელობდეს და ქართულ სინამდვილეში ბევრი ასეთი კინოკრიტიკოსი იყოს, კი ბატონო, ყველას დიდ პატივისცემას დავუდასტურებ, მაგრამ მე ბევრს ასეთს არ ვიცნობ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.