ფანდურა (გიორგი) ბექაური

კულტურა 1710177512

Exclusive: „ჩემი ნამდვილი გვარი ბექაური არ არის, დრო მოვიდა ვთქვა...“- როგორ მოხვდა ფანდურა ჭურჭლის მწმენდავიდან სცენაზე და მუსიკოსის აქამდე უცნობი დეტალები პირად ცხოვრებაზე

„მთავარია შენი თავის ფასი იცოდე, სადაც არ უნდა იყო, სცენაზე თუ მის მიღმა. ყოველთვის ვეუბნები ჩემ თავს, თავში არ უნდა აგივარდეს, სჯობს, სხვამ შეგაფასოს. ვცდილობ, ყველაფერში ზომიერება შევინარჩუნო. მთავარია, საქმეს გული დაუდო. მეფანდურეს ვერ ვუწოდებ იმ ადამიანს, თუ გულით არ უკრავს. ფანდური უნდა შეიგრძნო, თითოეული ნოტი და სიმი უნდა შეიგრძნო...“-  36 წლის ახალგაზრდა მუსიკოსი ფანდურა გიორგი ბექაური, პროფესიონალი მეფანდურეა. მისი საუბრიდან ირკვევა, რომ  საქართველოში ორი ფანდურაა, ორივე მუსიკოსი და ხშირად ერთმანეთში ერევათ. ექსკლუზიურ ინტერვიუში, ნიჭიერი მუსიკოსი ბავშვობის მძიმე წლებზე და მის შემოქმედებაზე საუბრობს და „პრაიმტაიმთან“პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამხელს:ჩემი ნამდვილი სახელია - გიორგი, მეტსახელად, ფანდურას მეძახიან, გვარად ბექაური ვარ. დავიბადე დუშეთში და ბავშვობის გარკვეული წლებიც, იქ გავატარე.ჩემი გამზრდელი, ძირითადად, სახალხო არტისტი ბ-ნი ილია ზაქაიძე იყო.  სწორედ, მისი ხელშეწყობით გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად და ანსამბლ „მართვეში“ ჩავირიცხე..მე და ცხონებული ალუდა ქეთელაური, ერთად დავდიოდით ილია ზაქაიძესთან. პირველად, „არტოს ბაღში“ ერთად ჩავატარეთ კონცერტი და დიდი მოწონება დავიმსახურეთ.ეს ბავშვები, ძალიან ნიჭიერები არიან, ხელიდან არ გაუშვაო, ილიას უთხრეს. სანამ ანსამბლ „მართვეში“ გადავიდოდი, „არტოს ბაღში“ დავდიოდი, სადაც ჩემი ხელმძღვანელები, ანსამბლ “თბილისის“ სოლისტი გოგიტა გოგიტიძე და ხვიჩა ღვთისიაშვილი იყო..დავამთავრე ათწლედი, რომლის ხელმძღვანელები იყვნენ ანზორ ერქომაიშვილი და დავით ქავთარაძე. ბ-ნი ანზორი, ვოკალის პედაგოგი იყო, დავითი კი, ინსტრუმენტალის - ფანდური, ჩანგი, ჭუნირი.„მართვეში“ გიორგი უშიკიშვილის დედა, ვოკალის (ფორტეპიანო) მასწავლებელი იყო, ვუკრავდი სალამურზე, დუდუკზე, ფანდურზე, მაგრამ ფანდურმა, რატომღაც უფრო დამაინტერესა და მეტად ავუღე ალღო.ამ პერიოდში დავიწყე ფანდურზე დაკვრის პროფესიონალურად შესწავლა და მეტსახელი ფანდურაც, სწორედ, აქედან შემარქვეს.ანსამბლ „მართვეში“ სწავლის დამთავრების შემდეგ, ჩემი მონდომებით, შევქმენი „ტრიო“ და ძველ ფილარმონიაში, ბ-ნ ზალიკო გამყრელიძესთან ერთად ვმოღვაწეობდი. ტრიოსთან ერთად, უამრავი გასტროლი გვქონდა,12 ქვეყანა მოვიარეთ.რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემი ტრიო დაიშალა და სხვადასხვა ბენდები შევქმენი, მაგრამ საბოლოოდ, სოლო კარიერა ვარჩიე. დუეტი რომ არ ჩავთვალო, ზუსტად, 20 სოლო და ფანდურზე კომპოზიციით - 23 სიმღერა მაქვს ჩაწერილი. არ ვნებდები, ყოველთვის ახალ მუსიკაზე ვმუშაობ!- მუსიკასაც წერთ?ჩემი რეპერტუარიდან 6 მუსიკის და რამდენიმე ტექსტის ავტორი ვარ. თავად ვუხდენ ჩემ მუსიკას ჩემ ლექსს. მთის კაცი ვარ, წარმოშობით გუდამაყრიდან და ძირითადად მთა, ბუნება და სიყვარულზე ვწერ.-  როგორი ხასიათი გაქვთ?მკაცრი, მაგრამ სცენაზე ლაღი ვარ, დავფრინავ. არავის ვაგრძნობინებ, განსაკუთრებით მსმენელს და მაყურებელს, ჩემ სიფიცხეს, სულ ვიღიმი და ვცდილობ მხიარული ვიყო.შეიძლება დიდი ხელოვანი არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, როგორი უნდა იყო შემოქმედი - ლაღი, მხიარული, შენი ტკივილი და მწუხარება, საზოგადოებას, არ უნდა აგრძნობინო.- ფიქრობ, რომ პროფესიონალი მუსიკოსი ხართ?რაც მთავარია, ჩემ თავში დარწმუნებული ვარ - ვარ პროფესიონალი მუსიკოსი და შემსრულებელი. დავაკონკრეტებ და გეტყვით, რომ მომღერალი არ ვარ, ინსტრუმენტალისტი ვარ.სიმღერით, მხოლოდ ჩემ გულის ჭიას ვახარებ და ამით ვცდილობ, ჩემ მსმენელს და მაყურებელს, ჩემი მუსიკა შევაყვარო. კმაყოფილი ვარ ჩემი შემოქმედებით, მაგრამ ვცდილობ, უფრო ბევრი ვიმუშაო და მეტი მუსიკა შევქმნა.-  რა არის ის, რის გაკეთებაც გინდოდათ და გარკვეული მიზეზის გამო, ვერ შეძელით...ახალი კლიპის გადაღება მინდა. პირველი კლიპი, 2014 წელს გადავიღე, გუდამაყარში. ერთი ღვთისნიერი კაცი გამოჩნდა, რომელმაც დამიფინანსა ტრანსპორტიდან დაწყებული, მონაწილეებით დამთავრებული.რამდენიმე ხნის წინ, გია ჯაჯანიძის გადაცემაში, კაჭრეთის ამბასადორში მქონდა კლიპის - „მთის მონატრება“პრემიერა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.მას შემდეგ, არაფერი გადამიღია და დიდი სურვილი მაქვს, სადმე მთაში, კარგ სიმღერაზე ჩავწერო. ახალ სიმღერაზე დავიწყე მუშაობა და თუ შევძელი, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, კლიპი გადავიღო.- ყველაზე მეტად, რომელი პოეტის ლექსებზე წერთ მუსიკას?უამრავი პოეტის ლექსი მაქვს ამღერებული - ნანა ცინცაძე, ტარიელ ხარხელაური, რომელიც ჩემი ბიძაა, ძალიან ბევრნი არიან განსაკუთრებით კი ის პოეტები, ვინც იცის ჩემი ჟანრი, ხმის ტემბრი, წერენ ისეთ ლექსებს, რომლებიც მთისაა, ისეთი შეგრძნება უნდა გქონდეს, თითქოს ექოს გამოსცემს ხმა - ჩემ ხმას და ფანდურს რომ შეეფერებოდეს.- ოჯახზე მოგვიყევით...მყავს მეუღლე - სალომე ბუნტური, ჩემსავით, ისიც მთის ქალია. სალომე ჩემთვის ყველაფერია - მეუღლე, მეგობარი. პერტე - პავლობის დღესასწაულზე გავიცანი და მას მერე ერთად ვართ.- ერთი ნახვით შეგიყვარდათ?მეგობართან სტუმრად ჩავედი მთაში, მისი ბიძაშვილის დაქალია. ფანდურა ჩამოვიდაო რომ გაუგია, უთქვამს, ეგ ვიღა არისო. თავიდან მხოლოდ მოწონება იყო, მერე უკეთ გავიცანი, ერთმანეთი შეგვიყვარდა და დავქორწინდით.- უკვე პოპულარული იყავით?ზუსტად იმ დროს გამოვიდა ჩემი ახალი კლიპი „არაგვისპირას აგავლევ“, სწორედ ამ სიმღერით გამიცნო ხალხმა. მინდა იცოდეთ, ამ ლექსის ავტორია - გელა ბექაური, ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამა.- მიხარია, რომ ახალგაზრდა თაობა, ძალიან დიდ ინტერესს იჩენს ქართული ფოლკლორის მიმართ, როგორც ამბობთ, ასწავლით კიდეც ბავშვებს...რამდენიმე მოსწავლე მყავს, რომლებსაც სიმღერას და ფანდურზე დაკვრას ვასწავლი. ძალიან დიდი გეგმები მაქვს, ბავშვებთან დაკავშირებით. ახლობელი ადამიანების ხელშეწყობით, მინდა ბავშვთა ანსამბლი შევქმნა და ბავშვებთან ერთად, ჩემი სიმღერები მინდა მსოფლიოს გავაცნო.- როგორც გავარკვიე, საქართველოში ორი ფანდურა ხართ, ორივე მუსიკოსი...გეთანხმებით, ორი ფანდურა ვართ - მე და ზურა ბარბაქაძე. მართალია, ძალიან ბევრი უკრავს ფანდურზე და ცდილობენ მოგვბაძონ, მაგრამ ერთს ვიტყვი, ისე, როგორც მე და ზურა ბარბაქაძე ვუკრავთ ფანდურზე, საქართველოში ვერსად ვერ უკრავენ. ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია, ნინო ჩხეიძესთან ერთადაც აქვს ჩაწერილი რამდენიმე სიმღერა.- ერთად არ მღერით?სამწუხაროდ, ერთად არ ვმღერით, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ, ექსპრომტად ჩავწერეთ ფანდურებით დუეტი, კომპოზიცია შევქმენით - მშობლებზე მოგვიყევით...სამწუხაროდ, მშობლები არ მყავს. დედა ადრე გარდამეცვალა, 14 წლის ვიყავი, სიმსივნის დიაგნოზი რომ დაუდგინეს. იმ პერიოდში „მართვეს“ წევრი ვიყავი, ძალიან გვიჭირდა, დედასთვის წამალი რომ მეყიდა, რესტორან „წისქვილში“ ჭურჭლის მწმენდავად დავიწყე მუშაობა.რეპეტიციიდან სახლში გავრბოდი და მერე რესტორანში. მამაც მუშაობდა, მაგრამ არ გვყოფნიდა შემოსავალი, ჩემი ძმა  პატარა იყო და მე დამაწვა მთელი ტვირთი.- დიდხანს იმუშავეთ რესტორანში?ყველამ იცოდა რომ ანსამბლ „მართვეს“ წევრი ვიყავი და რამდენიმე ხანში, რესტორნის სცენაზე გადამიყვანეს. რესტორან „წისქვილში“, იმ დროს, გიორგი უშიკიშვილის ანსამბლი მღეროდა და რამდენიმე ხანში, მეც მათთან ერთად აღმოვჩნდი სცენაზე.ჩემი მასწავლებლები, გოგიტა გოგიტიძე და ხვიჩა ღვთისიაშვილიც ამ რესტორანში მღეროდნენ. ყველა წუხდა ჩემი ოჯაური მდგომარეობით, ბოლო წლებში, გადასახადსაც არ მახდევინებდნენ.სანამ „მართვეში“ გადავიდოდი, მოსამზადებელ ჯგუფში დავდიოდი, სადაც თვეში გარკვეული თანხა იყო გადასახდელი. დირექტორმა და გიორგი უშიკიშვილის დედამ, რომელიც იქ პედაგოგად მუშაობდა, ჩემი მდგომარეობა რომ გაიგეს, გადასახადისგან გამათავისუფლეს.მამა, 2018 -ში დამეღუპა. მშობლების გარეშე დავრჩი, მაგრამ დღემდე ვცდილობ, არ დავყარო ფარ-ხმალი.- სამწუხარო ისტორიაა, თქვენი წარსულიდან გამომდინარე, სულ სხვა რაკურსით დაგინახეთ...რაც უნდა მაგარი მუსიკოსი და პოპულარული ადამიანი იყო, თუ პიროვნება შემდგარი არ არის, მისი შემოქმედება, დიდად აღარ აინტერესებს საზოგადოებას.მთავარია, შენი თავის ფასი იცოდე, სადაც არ უნდა იყო, სცენაზე თუ მის მიღმა. ყოველთვის ვეუბნები ჩემ თავს, თავში არ უნდა აგივარდეს, სჯობს, სხვამ შეგაფასოს. ვცდილობ, ყველაფერში ზომიერება შევინარჩუნო.მთავარია, საქმეს გული დაუდო. მეფანდურეს ვერ ვუწოდებ იმ ადამიანს, თუ გულით არ უკრავს. ფანდური უნდა შეიგრძნო, თითოეული ნოტი და სიმი უნდა შეიგრძნო, რომ ისიამოვნო. „კუნძივით“ არ უნდა იდგე სცენაზე.- ყველაზე მეტად, რომელ მეფანდურეს გამოარჩევდით...რა თქმა უნდა, ჩემი პირველი მასწავლებელი ხვიჩა ღვთისიაშვილი, ადრე ანსამბლში - „შინ“ უკრავდა, ამ ეტაპზე, დათო კენჭიაშვილის ბენდის წევრია.რეპეტიციიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, საჭმელსაც არ ვჭამდი, ავიღებდი ფანდურს, წარმოვიდგენდი, როგორ უკრავდა ხვიჩა მასწავლებელი და ვცდილობდი, ზუსტად მიმებაძა. დღემდე ვმეცადინეობ და ვმუშაობ საკუთარ თავთან, სულ ვვარჯიშობ, ხელის მტევნებს და თითებს ვამუშავებ.მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უთქვამს ხვიჩა მასწავლებელს, ძალიან მაგარი ხარ, კარგად იცი შენი საქმეო, უფრო მეტად მინდა დავიხვეწო. მართალია, ჩემი თავით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, მეტი შემიძლია და კიდეც გავაკეთებ.- სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით...სამწუხაროდ, დიდი ხანია კონცერტი არ მქონია, მაგრამ 7 და 18 მარტს  მე და ზურა ბარბაქაძეს (ორი ფანდურა) რუსთავის ქალთა კოლონიაში გვაქვს დაგეგმილი.ადრეც, რამდენჯერმე ვიყავი ქალთა და 16 -ე მამაკაცთა კოლონიაში. ძალიან ისიამოვნეს ჩემი კონცერტით, მამაკაცთა კოლონიაში ისიც კი შემომთავაზეს, დარჩი ორი დღე და ერთი კარგი სიმღერა ჩავწეროთო. თითქმის ყველა პატიმარი დასაქმებულია, მოსავალიც კი მოჰყავთ. საპატიმროდან. ხელნაკეთი საჩუქრებით გამომიშვეს.რამდენიმე ხნის წინ, იტალიიდან დამიკავშირდა ერთ-ერთი ქალბატონი და მე და პოეტი ბ-ნი ტარიელ ხარხელაური მიგვიწვია. პირველ სექტემბერს, იტალიაში, უკვე დაგეგმილი გვაქვს კონცერტი.- ხშირად ახსენებთ ბ-ნ ტარიელს, როგორც ამბობთ, ახლო ნათესაური კავშირი გაქვთ...ჩემი ალალი ბიძაა, ტარიელის პაპა და პაპაჩემი, ალალი ძმათაშვილები იყვნენ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, დრო მოვიდა, რომ ვთქვა - ჩემი ნამდვილი გვარი, ბექაური არ არის, ხარხელაურია.დედა მყავდა ბექაური და მის გვარზე ვარ. კონცერტზე, ბექაურს რომ აცხადებენ, რაღაცნაირად გული მტკივა, მაგრამ თან მიხარია, რომ დედაჩემის გვარს ვატარებ. ეს ამბავი არსად მითქვამს, პირველად თქვენ გაგიმხილეთ! - რა მიზეზით გადახვედით დედის გვარზე?დედ-მამა დიდი ხნის განმავლობაში, ისრაელში, ემიგრაციაში იყვნენ. მე და ჩემი ძმა, პატარები დაგვტოვეს. წლების მერე, მამა ისრაელში დაიჭირეს, დაადეპორტეს და წამოვიდა, დედაც, რამდენიმე ხანში დაბრუნდა საქართველოში.ერთ წლის მერე, მამამ, გადაწყვიტა საბერძნეთში წასულიყო, მაგრამ ამ პრობლემის გამო, ხარხელაურის გვარით, საზღვარს ვერ გადაკვეთდა, ამიტომ დედამ, თავის გვარზე გადმოიყვანა და ჩვენც ბუნებრივია, მის გვარზე გადავედით.საბერძნეთში რომ წავიდა, დედას დაწყებით სტადიაში ჰქონდა სიმსივნე. რამდენიმე ხანში დამძიმდა და მისი ავადმყოფობის გამო, მამა საქართველოში დაბრუნდა. 41 წლის ასაკში, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. დედას სიკვდილის შემდეგ, ბებია (დედის დედა) და მამა გვზრდიდნენ. - არ ჰქონდა სურვილი მამას, თავის გვარი დაებრუნებინა?დედას გარდაცვალების შემდეგ, ნერვიულობაზე, მამამ დალევა დაიწყო, აღარც აინტერესებდა და ახსოვდა არაფერი. ძალიან ბევრს სვამდა, ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო, თირკმელები და ფილტვები დაუზიანდა და 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. საფლავის ქვაზე, მამას ნამდვილი გვარი - ხარხელაური აწერია.ბავშვობაში ბევრი ტრაგედია გადავიტანე, დღემდე  მიკვირს, როგორ ვმღერი, ან როგორ ვუკრავ. მინდოდა, ეს ამბავი როდისმე გამემხილა. ალბათ, დადგა ეს დრო და გადავწყვიტე, თქვენთვის გამენდო, ჩემი ოჯახის საიდუმლო.ერთი პრობლემა მაქვს, ბექაურის გვარით მიცნობს ყველა და უცებ, ხარხელაური, ვფიქრობ, ბევრი ადამიანისთვის დამაბნეველი იქნება, მაგრამ გადავწყვიტე, მივხედო ამ საკითხს და ჩემი გვარი დავიბრუნო.სულ მეკითხება ტარიელ ბიძია, როდის გადმოხვალ ჩემ გვარზეო. ვიცი, რომ ძალიან გაუხარდება, ამ ამბავს რომ გაიგებს. 

lado

კულტურა 1702745163

დედა ქეთევანის ინიციატივით ლადო ასათიანზე ფილმი გადაიღეს

მცხეთის სამთავროს, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ქეთევან კოპალიანის ინიციატივით, ლადო ასათიანზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. პოეტის 106 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაღებული ფილმის რეჟისორი ზვიად მიქელაძეა, სცენარის ავტორი - ნინო ხოფერია. ლადო ასათიანი, პოეტი, რომელიც მუდამ 26 წლის არის ჩვენს პოეზიაში და მარად ასეთად დარჩება.მართალია, ულმობელმა საბჭოთა ინკვიზიციამ, სიცოცხლეში არ გაახარა, თუმცა მისი სახელის უკვდავებას ვერაფერი დააკლო.  ლადო იქცა ლექსად..."პრაიმტაიმს" მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე ესაუბრა, რომელიც დოკუმენტურ ფილმში ასათიანის პოეზიას კითხულობს.ზურაბ ცინცქილაძე: ეს საათიანი და თხუთმეტ წუთიანი ფილმი ლადოს მოღვაწეობასა და შემოქმედებაზეა. როგორ დევნიდნენ და ავიწროებდნენ ამ ძვირფას პოეტს.დედა ქეთევანიც ლეჩხუმიდან გახლავთ, საიდანაც ლადო იყო. ამიტომაც მისი იდეითა და ინიციატივით მოხდა ამ ფილმის გადაღება. დედაოს დიდი წვლილი მიუძღვის მის შექმნაში.ფილმში მე ვკითხულობ ლადოს ლექსებს. მის მსგავსად გულწრფელი პატრიოტიზმით სავსე ლექსები, ვფიქრობ, არავის აქვს."სალაღობო"  ჰქვია, მაგრამ ისეთი ღრმაა..."ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ".ფილმში ლადოს შვილი მანანა ასათიანიც არის გადაღებული... ფილმის პრემიერა 15 დეკემბერს კინოთეატრ "ამირანში" შედგა. საპატრიარქოს ტელევიზიით რომ გავა, ვიცი. სხვა არხზეც, შესაძლოა, იხილოს მაყურებელმა. წინ დიდი სიამოვნება გელით. ასევე დაგაინტერესებთ:"რთული ბილიკებით იარა ამ ქვეყნად, ოღონდ ისე, რომ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან...“ - ალუდა ქეთელაური 36 წლის გახდებოდალეგენდები, არტისტები და ხელოვანები, რომლებსაც 2023 წელს დავემშვიდობეთ"ნიჭს უფალი გაძლევს და არ გაქვს უფლება თავი მოიწონო, რა მაგარი ლექსი შევქმენიო" - ტარიელ ხარხელაური 78 წლის გახდაწმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა აქვს..." - რვა სიტყვიანი ლოცვა, რომელიც გვწმენდს და გვიცავს"მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ. ეს წვნიანი სასწაულია" - უნდა სინჯოთ!

ტარიელ ხარხელაური

კულტურა 1700250113

„ალი ავარდა! ასეთი სასწაული ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა! ჯერ თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, ეს რა იყო...“ - რა შეემთხვა ტარიელ ხარხელაურს ბაგრატის ტაძარში

ტარიელ ხარხელაური სასწაულის მომსწრე გახდა. ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში - იგივე ბაგრატის ტაძარში, პოეტის ხელში სანთლები თავისით აინთო! ამ სასწაულის შესახებ, საზოგადოებას, ფეისბუქის მეშვეობით, იზა ვეფხვაძემ ამცნო.ცეცხლის გადმოსვლის შესახებ გაოგნებული პოეტი "პრაიმტაიმს"უყვება და თავის პირველ ემოციას უზიარებს.ტარიელ ხარხელაური: ქუთაისში ქართულ-ამერიკული სკოლის გახსნაზე გახლდით სტუმრად მიწვეული. ბავშვებთან შეხვედრა მქონდა. შემდეგ, მეუღლესთან ერთად, ბაგრატის ტაძარი მოვილოცე. მივედი ჯვარცმასთან ხელში ხუთი სანთლით. ვდგავარ მაცხოვრის ჯვარცმის წინ და უფალს შევთხოვ: უამრავჯერ გიპატიებია შეურაცხყოფა და იქნებ ახლაც აპატიო ამ ცოდვილ სამყაროს-მეთქი...უცებ, ამ დროს, ხელში სითბო ვიგრძენი; ხუთ სანთელში აქედან-იქედან ორ-ორი აინთო, შუა სანთელი არ აინთო! სანთლებთან ახლოს არ ვმდგარვარ. რა ახლოსაც არ უნდა ვმდგარიყავი, ასე ერთდროულად სანთლები ვერ  აინთებოდა! ალი ავარდა! ეს სასწაული რამდენიმე საათის წინ მოხდა და ახლაც გაოგნებული ვარ. გულს ბაგა-ბუგი გაუდის! ასეთი სასწაული ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. თვითონ მიკვირდა სხვა რომ ჰყვებოდა, ან გავიგებდი. დღეს საკუთარი თვალით ვიხილე...მარინა ხარხეულარი: - რომ შევხედე, გაფითრებული სახე ჰქონდა, სანთლები თავისით აინთოო, მითხრა და სულ ერთიანად აკანკალებდა. გაოგნებული იყო...ტარიელ ხარხელაური: საკუთარი თავისთვის არასდროს მიმიმართავს უფლისთვის. სამყაროსთვის და ქვეყნისთვის შევთხოვ ხოლმე. მაგრამ დღეს რაც მოხდა, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. გაოცებულიც ვარ და დათრგუნულიც, რადგან მე ამის მოლოდინი არ მქონია. ცეცხლის გადმოსვლის სასწაულის მომსწრე გავხდი!მადლობა უფალს ამის ღირსი რომ გამხადა... ჯერ თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, ეს რა იყო, ნიშანი თუ რა... გულს ბაგა-ბუგი გაუდის. თავიდანვე ვიცოდი, რომ უფალი ჩემთან იყო, მაგრამ მთლად ასე ახლოს თუ იქნებოდა, ვერ ვიფიქრებდი... ასევე დაგაინტერესებთ:„ერთხელ თეონამ მომიბოდიშა...“ - რა კავშირია თეონა ქუმსიაშვილსა და ტარიელ ხარხელაურს შორის„ბევრი რამ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში... არ მიყვარს ჩემი პრობლემებით სხვისი დამძიმება..." - კირა ანდრონიკაშვილი პირადზე„90-იანების ჩაბნელებული დიღმის, ლამფებით განათებულ ჯიხურებში, ერთ ღამეში დაურიგა ქალებს აღებული ფული...“ - უცნობი ისტორია კაც-სიკეთეზე„რთული ბილიკებით იარა ამ ქვეყნად, ოღონდ ისე, რომ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან...“ - ალუდა ქეთელაური 36 წლის გახდებოდა

aluda

საზოგადოება 1700141487

„რთული ბილიკებით იარა ამ ქვეყნად, ოღონდ ისე, რომ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან...“ - ალუდა ქეთელაური 36 წლის გახდებოდა

15 ნოემბერს ალუდა ქეთელაური 36 წლის გახდებოდა... ჩემი გაფრენა უკვე დაგეგმილიაო, - ბოლოს ასე უცნაურად, ღიმილით უთქვამს მეგობრებისთვის.ჯგუფ "მეხუთე სეზონის" სოლისტის მოულოდნელი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. ერთი ვერსიით მან თავი მოიკლა, მეორე ვერსიით - ეს იყო წამლის ზედოზირება. თუმცა მეგობრები ვერსიებს კატეგორიულად უარყოფდნენ და ახალგაზრდა პოეტისა და მუსიკოსის წუთისოფლიდან უდროოდ გასვლას, მოულოდნელ გარდაცვალებას მიაწერდნენ."წასვლა დამასწარი გადარეულო, არ დამთავრდები, ქეთელაურო..." - ლექსებს უძღვნიდნენ. ალუდა დუშეთის რაიონიდან იყო. ხევსური ბიჭი თბილისში მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ხალხურ საკრავებზე ასრულებდა ხალხურ სიმღერებს, წერდა ლექსებს... იყო ტიპური მთის შვილი, სუფთა და ლაღი. "იცით, როგორი ბიჭი იყო? მზესა და სიყვარულს ხურჯინით დაატარებდა. ძალიან გულწრფელი იყო. არასდროს არავის მაამებელი სიტყვა არ უთქვამს. ამ თვისების გამო უფრო მეტად უყვარდათ მეგობრებს" - იხსენებს ძმა, ლევან ქეთელაური."ეჭვის დონეზეც ვერ ვხვდებით, რა მოხდა" - ამბობდნენ ალუდას მოულოდნელ გარდაცვალებაზე მეგობრები."ვიცი, რომ წეროვანში იპოვეს, მარტო იყო. არ ვიცი, ვინ და როგორ იპოვა, არც ის ვიცი, იქ ვისთან ერთად წავიდა.""ალუდას დასაფლავებაზე ბათუმიდან 50 მანქანით ჩამოვიდა ხალხი, მათგან ალუდას პირადად არავინ იცნობდა..."გიორგი არაბულის ლექსი "ზეცას შახეეო, აპარეკავ" ალუდამ თავის ჯგუფთან - "მეხუთე სეზონთან" ერთად აამღერა. ბიჭები მეგობრობდნენ. სიმღერა კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ჯგუფის რეპერტუარში იყო."პრაიმტაიმთან" გარდაცვლილ მეგობარს გიორგი არაბული იხსენებს...გიორგი არაბული: ალუდას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. მიუხედავად დროისა, არაფერი იცვლება მის ხსოვნაში. ემოციაც კი არ ტოვებს ზოგჯერ ადამიანს. რთული იქნებოდა მისი გზა გარდაცვალების შემდეგ, რადგან აქაც რთული და ძნელი ბილიკებით იარა, ოღონდ ისე, რომ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. მისი ღიმილი კი მარადიულ ხსოვნას შემორჩება, როგორც მისი სიმღერები.მასთან გატარებული დრო სიყვარულთან და სევდასთან ერთად, ხიფათსაც ნიშნავდა, ხიფათი, როგორც საინტერესო თავგადასავალი.ალუდას, ერეკლეს და ირაკლის არსებობა სხვა სამყაროში, უფრო აძლიერებს ჩემში რწმენას, რომ ასეთი სამყარო არსებობს. არსებობს, რადგან ამხელა ენერგია და სიყვარული შეუძლებელია გაქრეს.ერთხელ თქვა: "ჩვენ ვართ ერთმანეთის სამოთხეებიო" - გვიან მივხვდი, რა იგულისხმა. ცოტას თუ შეუძლია ეს იგრძნოს და თქვას."წავალ და... ჩემს შემდეგ იქნება ზამთარი.ვინ დათვლის უჩემოდ, უშენო თარიღებს...ოდესღაც ოცნების ფერებით გამთბარი, წავალ დასიცოცხლის სიყვარულს წავიღებ..." - ალუდა ასევე დაგაინტერესებთ: "ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა"მე ვამრავლო და ამათმა დახოცონ?!" - სად არის ტაძარი, რომელიც დედებს და ექიმებს აბორტის სინანულმა ააშენებინა"წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა აქვს..." - რვა სიტყვიანი ლოცვა, რომელიც გვწმენდს და გვიცავს"ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა

გოგი ხარაბაძე

კულტურა 1692286874

გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა

ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის ეროვნული თეატრი ავრცელებს.,,რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!", - წერს თეატრი სოციალურ ქსელში.გოგი ხარაბაძე დაიბადა 1942 წლის 12 ივლისს, თბილისში.1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963–1993 წლებში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.მისი თეატრალური დებიუტი ახალგაზრდულ ექსპერიმეტულ სპექტაკლში შედგა. რობერტ სტურუას აქტუალურ, მწვავე სპექტაკლში „ბრალდება“ ახალგაზრდა მსახიობმა ბრალმდებელის როლი ითამაშა. მისი გმირი, ოთარი გამოირჩეოდა მამხილებელი პათოსით, უხეში პირდაპირობით. ამის შემდეგ, მსახიობს ძირითადად უარყოფითი ხასიათების მქონე ადამიანების განსახიერება უწევს : სპექტაკლში „უარყოფითი მომხიბვლელობა“ და სხვა. მკვიდრდება რეპერტუარში: ნოდარ დუმბაძის „მზიან ღამეში“ (ავთო), ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (დიტო), თამაზ ჭილაძის „მოულოდნელი სტუმარი“ (გაიოზი) და სხვა.ამას მოსდევს კლასიკური სახეები : უილიამ შექსპირის „იულიუს კეისარი“ (ოქტავიოს კეისარი), ალექსანდრე ტოლსტოის „მეფე ივანე მრისხანეს სიკვდილი“ (ივანე მრისხანე), სოფოკლეს „ოიდიპოსი“ (ოიდიპოსი) და სხვა.პირველი როლი ფილმში „გიორგობისთვე“ აღმოჩნდა 1966 წელს, სადაც ოთარის როლი შეასრულა. ოთარი სწორი, მაგრამ არადადებითი გმირია. უარყოფითი გმირის ამპლუა მას კინემატოგრაფიაშიც გადმოჰყვა: მომხიბვლელი, მაგრამ ეგოისტი ნოდარი („ჩემი მეგობარი ნოდარი“, 1967 წელს), კაზა ჩხეტია („დათა თუთაშხია“, 1978 წელს) და სხვა. მონაწილეობდა ტელეფილმებში: დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, 1974 წელს (აბესალო) და ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა“, 1977 წელს (არჩილ ფორია).ხარაბაძე მრავალმხრივი შემოქმედია. გამოირჩევა მაღალი პროფესიულობით. შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: „პოეზიის 30 წუთი“ (1974), „ბედი ქართლისა“ (1975), „აკაკი წერეთელის მონოლოგი“ (1979), „ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი“ (1983), „დავით კლდიაშვილის ნაამბობი“ (1985) და სხვა.გამოცემული აქვს ბიბლიის, შოთას „ვეფხისტყაოსანის“, ილია ჭავჭავაძის ლექსების, აკაკი წერეთელის ლექსებისა და პოემა „თორნიკე ერისთავის“, ვაჟა-ფშაველას ლექსებისა და პოემების „ალუდა ქეთელაურის“ და „სტუმარ-მასპინძლის“, გალაკტიონ ტაბიძის და სხვა ცნობილი პოეტების ლექსების, ქართული ზღაპრების აუდიო ვერსიები.ასევე ნახეთ:VIDEO: ვრცელდება ბიჭის ვიდეო, რომელიც სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა„მართლაც რამდენი შეგძლებიათ შიშველი ხელებით“ - მაშველების უმძიმესი ორი კვირა სტიქიის ზონაში და მოქალაქეების ემოციებივინ არის ავარიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის სამი წევრი - გადარჩა მეორე შვილი, რომელიც 7 წლისაა

girgi

საზოგადოება 1688750749

"ერთი სული გაქვს, როდის წავა გოგო. და აჰა, წავიდა... ამიტომაც ცხოვრობ მარტო..." - გიორგი კეკელიძის აღიარება

გიორგი კეკელიძე თავის ობსესიურ, შფოთვით მდგომარეობას ამ ფაქტის მოყვანით შესანიშნავად აღწერს; თან დასძენს, ამიტომაც ვარ მარტოო.აი, რას წერს მწერალიგიორგი კეკელიძე: წარმოიდგინეთ, რომ შენთან სტუმრად არის გოგო. შეიძლება, საუკეთესო გოგოც კი საქართველოში და ამ გოგოს უცებ გაუტყდა ღვინის ბოთლი. ან შენ გაგიტყდა. შხეფები მიესხა კედელს და დააჩნდა. ჩვეულებრივი ამბავი რა. ძალიან ჩვეულებრივი. სრულიად უწყინარი. და ამ დროს მთელი შენი ყურადღება კედელზე გადადის. ყელში გიჭერს. საშინელი მოუსვენრობა გიპყრობს. ცდილობ, მთელი მონდომება დაახმარო და არ გააკეთო იგივე, რასაც დედაშენი იზამდა ამ დროს. არადა, ტრივიალური მატერიალიზმის ნასახი არ არის შენში. არც ღვინის ბოთლის გატეხვაა სირთულე და არც კედელი. სულ რომ სახლი დაგიწვას ვინმემ უნებლიედ, შეიძლება ხმა არ ამოიღო და ამ დროს ეს საშინელი ლაქა, რომელიც კედლიდან გონებას მიეცხო და ვეღარ იშორებ. ერთი სული გაქვს, როდის წავა გოგო. და აჰა, წავიდა.მთელი ღამე წმენდ ყველა შესაძლო და ნაკლებად შესაძლო საშუალებით იმ საზარელ ლაქას. აი, გაბაცდა, მაგრამ მაინც აიჩნია. ძლივს იძინებ მოუსვენრად და დილით შვიდზე ურეკავ დამხმარეს, რომ ეგებ დაგეხმაროს. ერთი სული გაქვს, აღდგეს ძველებური წესრიგი და მთლიანად მოირღვეს - ყველგან შეასხა ღვინო. თან წარმოიდგენ, რომ ბოლო-ბოლო, თუ არ ამოვიდა, გადავღებავ ან კარადას დავდგამ. და იმ გოგოს მთელ ამ სცენას ატყობინებ. თან ზუსტად იცი, რას ფიქრობს ახლა ის: ,,მე ხომ სიყვარულის გამო არ ვეტყოდი ამას, მოვითმენდი, რომ გული არ ტკენოდა, ხელოვანი კაცი როგორი არარომანტიკულია, წვრილმანებზე ფიქრობს, მე საერთოდ არც მახსოვს ის ამბავი".და ის ცამდე მართალია.მაგრამ შენც მართალი ხარ.ამიტომაც ცხოვრობ მარტო. ასევე დაგაინტერესებთ: "საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი..." - სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა"ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა"ჩხირკედელა იყო სულ. თავისი თავი თვითონ შექმნა; დუტაა რა!" - ნახეთ, რამდენი წლის გახდა მსახიობი

deda matrona

საზოგადოება 1687810577

"მე ყველას მოვუსმენ და ყველას დავეხმარები" - როგორ ისმინა ქართველი კაცის ლოცვა ნეტარმა მატრონამ

წმინდა ნეტარმა მატრონა მოსკოველმა ამ წუთისოფელში 67 წელი გაატარა იმისთვის, რომ მის შემყურეთ ღმერთი გვეწამა.მატრონას უკანასკნელი სიტყვები იყო: "ყველანი, ყველანი მოდით ჩემთან, როგორც ცოცხალთან და მომიყევით თქვენი წუხილის შესახებ, მე დაგინახავთ, მოგისმენთ და დაგეხმარებით..."მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 1885 წელს რუსეთში, ტულის ოლქში ნიკონოვების ქრისტიანულ ღარიბ ოჯახში, მეოთხე შვილს ელოდნენ. დედას, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შვილი უპატრონო ბავშვთა სახლში მიებარებინა, რათა შიმშილი აერიდებინა მისთვის. თუმცა მან ნახა სიზმარი. მატრონაზე ორსულ ქალს ადამიანის სახიანი, თეთრი, თვალებდახუჭული ფრინველი დაესიზმრა, რომელიც მას მარჯვენა ხელზე დააჯდა. ქალმა ეს ნიშნად მიიღო და შვილის ბავშვთა სახლში ჩაბარება გადაიფიქრა. და დაიბადა გოგონა, უსინათლო, რომელსაც თვალები საუკუნოდ ჰქონდა დახუჭული, ისევე, როგორც სიზმრად ნანახ ფრინველს. ნეტარ მატრონას ცხოვრებაზე სტატიის წასაკითხად, ამ ბმულზე გადადით. დააწკაპუნეთ.2016 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისთან ახლოს, სოფელ ფარცხანაყანევში წმინდა ნეტარი დედა მატრონას სახელობის ტაძარი აიგო, სადაც წმინდანის მირონმდინარე ხატია დაბრძანებული.კონსტანტინე ნიქაბაძეზე, რომელმაც წმინდანს შეწევნა სთხოვა, წმინდა მატრონას სახელობის მონასტრის დეკანოზი გიორგი ფხაკაძე ჰყვება.დეკანოზი გიორგი ფხაკაძე: ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. შემდეგ კონსტანტინე წავიდა მოსკოვში... დასნეულდა. მივიდა ნეტარი მატრონას სახელობის ტაძარში. მან შესთხოვა წმინდანს, თუ დაეხმარებოდა და განკურნავდა, მის სახელზე საქართველოში ტაძარს ააგებდა. კაცი განიკურნა, მან სიტყვა აასრულა და სოფელ ფარცხანაყანევში ააგო მისი სახელობის ტაძარი. ეს მატრონუშკას ლოცვა-კურთხევაა. მან ინება, რატომღაც აქ, სოფელში მობრძანებულიყო. ჩვენთან, ფარცხანაყანევში.2016 წლიდან დედა მატრონუშკას წერენ წერილებს, თხოვნებს და მოაქვთ ჩვენთან. ჩვენ ვაგროვებთ, მერე მიაქვთ მოსკოვში, დედა მატრონუშკას მონასტერში. წერილებს იქ კითხულობენ, მოიხსენიებენ მათ დამწერებს, ზოგი საიდუმლოებაში იწირება. როგორც გადაწყვეტენ.ამ ტაძრის ამგებს, კონსტანტინეს ძმა ჰყავს ხატმწერი, რომელმაც გადაწყვიტა, დედა მატრონას ხატი დაეწერა. რამდენიმე თვეში ხატს წმინდა ზეთი წამოუვიდა, რასაც ჩვენ მირონს ვეძახით. ზიარების შემდეგ ამ ზეთს ვცხებთ ხოლმე მაზიარებლებს.უნდა გწამდეს, რომ განიკურნო.ნეტარი მატრონას ხატზე წამოსული ზეთით, ბევრი განკურნებულა... ის ქვრივ-ობოლთა, უსახლკაროთა მფარველია. ეწევა ყველას, ვინც შესთხოვს...თავისი სიკვდილის შესახებ მატრონამ სამი დღით ადრე იცოდა და დატოვა ანდერძი: „მრავალი წლის მერე ადამიანები გაიგებენ ჩემს სახელს და გუნდ–გუნდად ივლიან გასაჭირში დახმარებისათვის, რათა ვილოცო მათთვის უფლის წინაშე. მე ყველას მოვუსმენ და ყველას დავეხმარები.“მართლაც, მოსკოვის დანილოვის სასაფლაოზე მისი მარადიული განსასვენებელი განსაკუთრებული სიწმინდეა, სადაც ყოველი კუთხიდან მოდიან მომლოცველები და ნეტარი არავის აკლებს თავის მეოხმყოფობას! ასევე დაგაინტერესებთ: "წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა აქვს..." - რვა სიტყვიანი ლოცვა, რომელიც გვწმენდს და გვიცავსრას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს...""ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა

daisi

კულტურა 1687428429

"ეს ქართული მუსიკის უდიდესი გამარჯვებაა!" - ისტორიაში პირველად - იტალიაში ქართული ოპერა "დაისი" დაიდგა

21 ივნისს, "მუსიკის მსოფლიო დღეს", იტალიაში, მასიმო ბელინის სახელობის საოპერო თეატრის სცენაზე, ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა „დაისი“ იტალიურ ენაზე, იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მიერ, პირველად შესრულდა.წარმოიდგინეთ, ისტორიაში პირველად - იტალიაში ქართული ოპერა "დაისი" დაიდგა. მასიმო ბელინის თეატრზე კი საქართველოს დროშა გადმოიფინა.თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე "დაისის" წარმატებული საპრემიერო ჩვენებების შემდეგ, რომელიც მისი დადგმიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა კატანიაში "მუსიკის საერთაშორისო დღის" აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში წარმოადგინეს.ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე ესწრებოდნენ.ამ უპრეცედენტო პროექტით, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის, ინიციატივით განხორციელდა, ბელინის სახელობის ოპერის თეატრმა შემოქმედებითი ურთიერთობა დაამყარა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან - ღირებულებების გაცვლისა და მუსიკალურ-კულტურული სფეროების უკეთ გასაცნობად."დაისის" დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი; დეკორაციებზე გიორგი ალექსი-მესხიშვილმა იმუშავა.სპექტაკლში მონაწილეობდნენ: „ტეატრო მასიმო ბელინის“ გუნდი (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო), ორკესტრი და იტალიაში მცხოვრები საერთაშორისოდ აღიარებული უცხოელი თუ იტალიელი მომღერლები; მათ შორის: მატეო ფალჩერი, დომენიკო ბალცანი, ევა კორბეტა, ანასტასია ბოლდირევა, რობერტო კრესკა; ცანგალას პარტია იტალიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ბანმა - გიორგი ანდღულაძემ - შეასრულა.ტეატრო მასიმო ბელინის სამხატვრო ხელმძღვანელი "დაისის" გენერალურ რეპეტიციას რომ დასწრებია, ისე აღფრთოვანებულა, რომ ქართული ოპერის რეპერტუარში შეტანის გადაწყვეტილება მიუღია. როგორც "პრაიმტაიმთან" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მაკო ფაცურია ამბობს, სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ის გახარებული გვიზიარებს შთაბეჭდილებებს.მაკო ფაცურია: სპექტაკლს საოცარი წარმატება ხვდა წილად. ეს იყო ქართული მუსიკის უდიდესი გამარჯვება და ზეიმი!!! ძნელია სიტყვებით გადმოსცე ბედნიერების და სიამაყის ის გრძნობა, რაც თითოეული ქართველის გულში ტრიალებდა.გავესაუბრე მაყურებლებს, აღფრთოვანებულები იყვნენ. ერთ-ერთმა მითხრა: "სულ დავდივარ კატანიის ოპერის თეატრში, პირველად ვარ ქართულ ოპერაზე და ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, საოცრად მომეწონაო." მეორე იტალიელმა მაყურებელმა მითხრა: "აღფრთოვანებული ვარ. სიტყვები არ მყოფნის, ულამაზი მუსიკა გქონიათ ქართველებსო.""მუსიკის დღესასწაული", რომელსაც ასევე „მუსიკის მსოფლიო დღედ“ მოიხსენიებენ, მუსიკალური ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად, 21 ივნისს, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და საზოგადოებაში მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.კატანიის ოპერის თეატრს "ტეატრო მასიმო ბელინი" ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის, ვინჩენცო ბელინის, პატივსაცემად დაერქვა და ის 1890 წლის 31 მაისს ბელინის შედევრით „ნორმა“ გაიხსნა. ოთხიარუსიანი ოპერის თეატრი 1200 მაყურებელზეა გათვლილი. სხვადასხვა დროს ამ თეატრში შესრულდა ბელინის ყველა ოპერა. სცენაზე გამოსულან უდიდესი მომღერლები - მარია კალასი, მონსერატ კაბალიე, ლუჩიანო პავაროტი და სხვა. 1951 წელს, კომპოზიტორის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მარია კალასმა შეასრულა ნორმას პარტია ამავე სახელწოდების ოპერაში. "დაისზე" მუშაობა კომპოზიტორმა 1921 წელს დაიწყო, მისი პრემიერა კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 100 წლის წინ შედგა და ის კოტე მარჯანიშვილმა დადგა. „დაისის“ მთავარ გმირს სახელი ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიის დროს თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილის პატივსაცემად ჰქვია. „დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილს ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელსაც ეკუთვნის ამ ოპერის ლიბრეტო. ვ. გუნიამ გამოიყენა შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია.ხო ძალიან საინტერესოა, ზაქარია ფალიაშვილს რა განცდა ექნებოდა დღეს, როდესაც მისმა უკვდავმა მუსიკამ დრო და სივრცე გაკვეთა და უძველესი კულტურის მქონე იტალიის მიწაზე ახლებურად აჟღერდა. ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: "მე ისევ სტამბულში ვარ. ისე მენატრება ყველაფერი, უკვე გიჟს ვგავარ..." - რატომ არ უშვებენ დათო ევგენიძეს ექიმები თბილისში"ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდაExclusive: "ერთადერთი ვარ, ვინც ფიქრობს, რომ სულ უნდა ვიყო..." - ამ ინტერვიუდან მიხვდებით, რატომ ვერ ეკარება ნანის სიბერე„ძნელი სცენები გადავაგორეთ... იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები...“ - რა ხდებოდა კლინიკაში სამი დღის განმავლობაში„შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით

aluda

კულტურა 1686842880

"ერთხელ თქვა: ჩვენ ვართ ერთმანეთის სამოთხეებიო... გვიან მივხვდი, რა იგულისხმა" - ალუდას "პრაიმტაიმთან" გიორგი არაბული იხსენებს

მომღერლისა და პოეტის, ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. სიცოცხლეზე შეყვარებული, ლაღი და სიმპათიური 24 წლის ბიჭის მოულოდნელმა წასვლამ, ერთიანად შეძრა ნაცნობიც და უცნობიც. "აკეთე ის, რაც შენ გინდა, თუ ნებას მოგცემს უფალი, იფრინე სივრცის გადაღმა, იყავი თავისუფალი" - ამბობდა და მღეროდა, თითქოს ხმაში იდუმალი ტკივილით.დუშეთიდან იყო, ხალხურ საკრავებზე უკრავდა, იყო ტიპური მთის შვილი, სუფთა და ლაღი.  "იცით, როგორი ბიჭი იყო? მზესა და სიყვარულს ხურჯინით დაატარებდა. ძალიან გულწრფელი იყო. არასდროს არავის მაამებელი სიტყვა არ უთქვამს. ამ თვისების გამო უფრო მეტად უყვარდათ მეგობრებს" - იხსენებს ძმა, ლევან ქეთელაური."ეჭვის დონეზეც ვერ ვხვდებით რა მოხდა" - ამბობდნენ ალუდას მოულოდნელ გარდაცვალებაზე მეგობრები."ვიცი, რომ წეროვანში იპოვეს, მარტო იყო. არ ვიცი, ვინ და როგორ იპოვა, არც ის ვიცი იქ ვისთან ერთად წავიდა.""ალუდას დასაფლავებაზე ბათუმიდან 50 მანქანით ჩამოვიდა ხალხი, მათგან ალუდას პირადად არავინ იცნობდა..."გიორგი არაბულის ლექსი "ზეცას შახეეო, აპარეკავ" ალუდამ თავის ჯგუფთან - "მეხუთე სეზონთან" ერთად აამღერა. ბიჭები მეგობრობდნენ. სიმღერა კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ჯგუფის რეპერტუარში იყო. "პრაიმტაიმთან" გარდაცვლილ მეგობარს გიორგი არაბული იხსენებს...გიორგი არაბული: ალუდას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. მიუხედავად დროისა, არაფერი იცვლება მის ხსოვნაში. ემოციაც კი არ ტოვებს ზოგჯერ ადამიანს.რთული იქნებოდა მისი გზა გარდაცვალების შემდეგ, რადგან აქაც რთული და ძნელი ბილიკებით იარა, ოღონდ ისე, რომ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. მისი ღიმილი კი მარადიულ ხსოვნას შემორჩება, როგორც მისი სიმღერები.მასთან გატარებული დრო სიყვარულთან და სევდასთან ერთად, ხიფათსაც ნიშნავდა, ხიფათი, როგორც საინტერესო თავგადასავალი.ალუდას, ერეკლეს და ირაკლის არსებობა სხვა სამყაროში, უფრო აძლიერებს ჩემში რწმენას, რომ ასეთი სამყარო არსებობს. არსებობს, რადგან ამხელა ენერგია და სიყვარული შეუძლებელია გაქრეს.ერთხელ თქვა: "ჩვენ ვართ ერთმანეთის სამოთხეებიო" - გვიან მივხვდი რა იგულისხმა. ცოტას თუ შეუძლია ეს იგრძნოს და თქვას.ალუდას გარდაცვალების დღე თითქოს მის დაბადების დღედ იქცა. სხვანაირი ალუდა ვნახეთ, უფრო მეტად გაიცნო ხალხმა, უფრო გასაგები გახდა მისი ნათქვამი ფრაზები, სიმღერები… სიყვარულიც უფრო ადვილი გახდა, უფრო იოლი.და თუ ოდესმე ჩამოდგება დრო, როცა აღარ იარსებებს მისი სიმღერები, ან აღარავის ემახსოვრება ალუდა ქეთელაური, დარწმუნებული ვარ, პატარა პრინცივით ვარსკვლავად გადაიქცევა და იფრენს თოლია ჯონათანის სიჩქარით ცის საზღვართან."წავალ და... ჩემს შემდეგ იქნება ზამთარი.ვინ დათვლის უჩემოდ, უშენო თარიღებს...ოდესღაც ოცნების ფერებით გამთბარი, წავალ დასიცოცხლის სიყვარულს წავიღებ..." - ალუდა ასევე დაგაინტერესებთ: "ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა"ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა"წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა აქვს..." - რვა სიტყვიანი ლოცვა, რომელიც გვწმენდს და გვიცავს„შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით

locva

საზოგადოება 1686764956

"წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა აქვს..." - რვა სიტყვიანი ლოცვა, რომელიც გვწმენდს და გვიცავს

"უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი", - ეს ლოცვა 2000 წლისაა.წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა და მნიშვნელობა აქვს. მას წმინდა მოციქულები და წმინდა მამები ამბობდნენ. ჩვენც ხშირად უნდა ვიმეორებდეთ, რადგან იგი წმენდს, ზღუდავს და იცავს გულსა და გონებას ბოროტი გულისთქმებისა და აზრებისაგან.დაუცხრომლად და მთელი გულით წარმოთქმული იესოს ლოცვა, უკვე შინაგანი ლოცვაა, რომელიც ღვთაებრივი ნათლის გამობრწყინების წინაპირობად იქცევა.იესოს ლოცვას წარმოვთქვამთ როგორც ხმამაღლა, ისე - გულში. იგი შეგვიძლია ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში - ვსხედვართ თუ ვწევართ, ვმგზავრობთ, თუ ვჭამთ, გვიჭირს თუ - გვილხინს... და ვამბობთ შეუზღუდავად.  ასევე დაგაინტერესებთ:„ამ ლოცვას ტკივილების გამაყუჩებლად ვიყენებ. თქვით, როცა სირთულეებს აწყდებით“ - რომელ ლოცვაზე ამბობს წმინდა პაისი"საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი..." - სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა"მე ვამრავლო და ამათმა დახოცონ?!" - სად არის ტაძარი, რომელიც დედებს და ექიმებს აბორტის სინანულმა ააშენებინა"ლოცვისთვის შევყოვნდი... და ის მინივენი ავარიაში მოჰყვა..." - სასწაული, რომელიც მამა გაბრიელის ამ ხატს უკავშირდება„მაგაზე დიდი დემონი მხარზე არავის აზის... დამიჯერეთ, ბოლოს მართალ კაცად აღესრულება...“ - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება მდუმარე ნარიმანზე"ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა

nazgaidze

ტაბლოიდი 1686763152

"ამბობენ, გიას მძიმე ხასიათი აქვსო... მაგრამ მე რომ ენაში ვერავინ მიგებს, ეგ დამტკიცებულია..." - ნაზღაიძე-სურამელაშვილის სახალისო ფოტოსესია

გია სურამელაშვილი და გიორგი ნაზღაიძე ბოლო დროს, "ღამის პრაიმტაიმის" გადასაღებ მოედანზე, რამდენჯერმე გადაიკვეთნენ და ძველი ნაცნობობა, განაახლეს. შეხუმრებული ტანდემია - იუმორით, ენერგეტიკით შეთავსებადი. როგორც გიორგი "პრაიმტაიმთან" ამბობს, მითი გიას მძიმე ხასიათის შესახებ, მასთან ურთიერთობისას - გაბათილებულია.გიორგი ნაზღაიძე: გიას ბევრი წელია ვიცნობ. მეგობრული და მხიარული ადამიანია. ამბობენ, მძიმე ხასიათი აქვსო, მაგრამ ჩემთან ხასიათი ეს სიმძიმე არ გამოუვლენია. კონფლიქტურიაო, არც კონფლიქტი გვქონია.- გიამ შენზე თქვა, ენაში ვერ ვუგებო.- ეგ გადაწყვეტილი და დამტკიცებულია, რომ ენაში ვერავინ მიგებს.  - ჩანს, რომ შენს მიმართ კეთილგანწყობილია.- კი, ამას ვგრძნობ. პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობ მისგან. ჩვენ ვმეგობრობთ, უთანხმოება არ გვქონია. და ენაში კიდევ, ვის არ ვუგებ?! ასევე დაგაინტერესებთ:  "ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა"ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა"ღმერთმა რეზოს სახით ისე დამასაჩუქრა, დღეში რამდენჯერმე მირეკავდა, როგორ მამშვიდებდა... რა გენიოსი იყო..." - ერთი ლეგენდა მეორეზე"გამიკვირდა, რომ აფრიკაშიც უსმენენ ჩემ სიმღერებს. მიმიწვიეს..." - ნინო ჩხეიძე გეგმებს გვიმხელს"სიკვდილის მერე ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე ადამიანის სულია..." - გაიხსენეთ ოთარ ჭილაძის ათი მცნება

gocha

საზოგადოება 1686763136

"გელით კვირას, რვა საათზე" - რა ახალ გამოწვევას შეეჭიდა მუსიკოსი გოჩა ჭაბუკაიძე

მუსიკოს გოჩა ჭაბუკაიძეს ახალ ამპლუაში ვიხილავთ. ტელეკომპანია "ტვ პლიუსის" ეთერში, კვირაობით, შეგიძლიათ ნახევარი საათი სულიერებაზე საუბარს დაუთმოთ."ამბავი კეთილი" ჰქვია გადაცემას, რომელსაც მედავითნე გოჩა ჭაბუკაიძე წაუძღვება."მადლი და მშვიდობა სრულიად საქართველო. "ტვ პლიუსზე" ერთად ვისაუბრებთ ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ სულიერებაზე. სიკეთე და სიხარული არ მოგაკლოთ ღმერთმა. გელით კვირას, რვა საათზე. სიყვარულითა და პატივისცემით, გოჩა ჭაბუკაიძე," - ამბობს გადაცემის ავტორი.ბატონ გოჩას "პრაიმტაიმის" მკითხველი კარგად იცნობს. მან წმინდა დედა მატრონასთან დაკავშირებით სასწაული პირველად ჩვენ მოგვითხრო.გოჩა ჭაბუკაიძე: 90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები... შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა...ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხედან გამათავისუფლეს.გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა დედა მატრონა, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი... აქ დააწკაპუნეთ და განაგრძეთ კითხვა... ასევე დაგაინტერესებთ:ხილი, რომელიც მარხვაში ხორცს ცვლის და წონაშიც გვაკლებინებს - ის უნიკალურია!"ღმერთმა რეზოს სახით ისე დამასაჩუქრა, დღეში რამდენჯერმე მირეკავდა, როგორ მამშვიდებდა... რა გენიოსი იყო..." - ერთი ლეგენდა მეორეზე"ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა,,ეს ლოცვა 2000 წლისაა. წმინდა მამების აზრით, მას მისტიკური ძალა აქვს..." - რვა სიტყვიანი ლოცვა, რომელიც გვწმენდს და გვიცავს