„რთული ბილიკებით იარა ამ ქვეყნად, ოღონდ ისე, რომ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან...“ - ალუდა ქეთელაური 36 წლის გახდებოდა

aluda

15 ნოემბერს ალუდა ქეთელაური 36 წლის გახდებოდა... 

ჩემი გაფრენა უკვე დაგეგმილიაო, - ბოლოს ასე უცნაურად, ღიმილით უთქვამს მეგობრებისთვის.

ჯგუფ "მეხუთე სეზონის" სოლისტის მოულოდნელი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. ერთი ვერსიით მან თავი მოიკლა, მეორე ვერსიით - ეს იყო წამლის ზედოზირება. თუმცა მეგობრები ვერსიებს კატეგორიულად უარყოფდნენ და ახალგაზრდა პოეტისა და მუსიკოსის წუთისოფლიდან უდროოდ გასვლას, მოულოდნელ გარდაცვალებას მიაწერდნენ.

"წასვლა დამასწარი გადარეულო, არ დამთავრდები, ქეთელაურო..." - ლექსებს უძღვნიდნენ. 

ალუდა დუშეთის რაიონიდან იყო. ხევსური ბიჭი თბილისში მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ხალხურ საკრავებზე ასრულებდა ხალხურ სიმღერებს, წერდა ლექსებს... იყო ტიპური მთის შვილი, სუფთა და ლაღი. 

"იცით, როგორი ბიჭი იყო? მზესა და სიყვარულს ხურჯინით დაატარებდა. ძალიან გულწრფელი იყო. არასდროს არავის მაამებელი სიტყვა არ უთქვამს. ამ თვისების გამო უფრო მეტად უყვარდათ მეგობრებს" - იხსენებს ძმა, ლევან ქეთელაური.

"ეჭვის დონეზეც ვერ ვხვდებით, რა მოხდა" - ამბობდნენ ალუდას მოულოდნელ გარდაცვალებაზე მეგობრები.

"ვიცი, რომ წეროვანში იპოვეს, მარტო იყო. არ ვიცი, ვინ და როგორ იპოვა, არც ის ვიცი, იქ ვისთან ერთად წავიდა."

"ალუდას დასაფლავებაზე ბათუმიდან 50 მანქანით ჩამოვიდა ხალხი, მათგან ალუდას პირადად არავინ იცნობდა..."

გიორგი არაბულის ლექსი "ზეცას შახეეო, აპარეკავ" ალუდამ თავის ჯგუფთან - "მეხუთე სეზონთან" ერთად აამღერა. ბიჭები მეგობრობდნენ. სიმღერა კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ჯგუფის რეპერტუარში იყო.

"პრაიმტაიმთან" გარდაცვლილ მეგობარს გიორგი არაბული იხსენებს...

გიორგი არაბული: ალუდას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. მიუხედავად დროისა, არაფერი იცვლება მის ხსოვნაში. ემოციაც კი არ ტოვებს ზოგჯერ ადამიანს. რთული იქნებოდა მისი გზა გარდაცვალების შემდეგ, რადგან აქაც რთული და ძნელი ბილიკებით იარა, ოღონდ ისე, რომ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. მისი ღიმილი კი მარადიულ ხსოვნას შემორჩება, როგორც მისი სიმღერები.

მასთან გატარებული დრო სიყვარულთან და სევდასთან ერთად, ხიფათსაც ნიშნავდა, ხიფათი, როგორც საინტერესო თავგადასავალი.

ალუდას, ერეკლეს და ირაკლის არსებობა სხვა სამყაროში, უფრო აძლიერებს ჩემში რწმენას, რომ ასეთი სამყარო არსებობს. არსებობს, რადგან ამხელა ენერგია და სიყვარული შეუძლებელია გაქრეს.

ერთხელ თქვა: "ჩვენ ვართ ერთმანეთის სამოთხეებიო" - გვიან მივხვდი, რა იგულისხმა. ცოტას თუ შეუძლია ეს იგრძნოს და თქვას.

"წავალ და... ჩემს შემდეგ იქნება ზამთარი.

ვინ დათვლის უჩემოდ, უშენო თარიღებს...

ოდესღაც ოცნების ფერებით გამთბარი, წავალ და

სიცოცხლის სიყვარულს წავიღებ..." - ალუდა

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა

"მე ვამრავლო და ამათმა დახოცონ?!" - სად არის ტაძარი, რომელიც დედებს და ექიმებს აბორტის სინანულმა ააშენებინა

"წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა აქვს..." - რვა სიტყვიანი ლოცვა, რომელიც გვწმენდს და გვიცავს

"ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა