გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მცხეთის სამთავროს, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ქეთევან კოპალიანის ინიციატივით, ლადო ასათიანზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.
პოეტის 106 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაღებული ფილმის რეჟისორი ზვიად მიქელაძეა, სცენარის ავტორი - ნინო ხოფერია.
ლადო ასათიანი, პოეტი, რომელიც მუდამ 26 წლის არის ჩვენს პოეზიაში და მარად ასეთად დარჩება.
მართალია, ულმობელმა საბჭოთა ინკვიზიციამ, სიცოცხლეში არ გაახარა, თუმცა მისი სახელის უკვდავებას ვერაფერი დააკლო. ლადო იქცა ლექსად...
"პრაიმტაიმს" მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე ესაუბრა, რომელიც დოკუმენტურ ფილმში ასათიანის პოეზიას კითხულობს.
ზურაბ ცინცქილაძე: ეს საათიანი და თხუთმეტ წუთიანი ფილმი ლადოს მოღვაწეობასა და შემოქმედებაზეა. როგორ დევნიდნენ და ავიწროებდნენ ამ ძვირფას პოეტს.
დედა ქეთევანიც ლეჩხუმიდან გახლავთ, საიდანაც ლადო იყო. ამიტომაც მისი იდეითა და ინიციატივით მოხდა ამ ფილმის გადაღება. დედაოს დიდი წვლილი მიუძღვის მის შექმნაში.
ფილმში მე ვკითხულობ ლადოს ლექსებს. მის მსგავსად გულწრფელი პატრიოტიზმით სავსე ლექსები, ვფიქრობ, არავის აქვს.
"სალაღობო" ჰქვია, მაგრამ ისეთი ღრმაა...
"ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ".
ფილმში ლადოს შვილი მანანა ასათიანიც არის გადაღებული...
ფილმის პრემიერა 15 დეკემბერს კინოთეატრ "ამირანში" შედგა. საპატრიარქოს ტელევიზიით რომ გავა, ვიცი. სხვა არხზეც, შესაძლოა, იხილოს მაყურებელმა. წინ დიდი სიამოვნება გელით.
ასევე დაგაინტერესებთ:
ლეგენდები, არტისტები და ხელოვანები, რომლებსაც 2023 წელს დავემშვიდობეთ
"მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ. ეს წვნიანი სასწაულია" - უნდა სინჯოთ!