VIDEO: რა მოხდა საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო არენაზე“
1742745694
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით საუბრობს.
როგორც მინისტრი ამბობს, ჯამში, თურქეთიდან 200-მდე მედიკამენტი შემოვა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტს ჩაანაცვლებს.
„მედიკამენტების ფასები მკვეთრად გაიაფებულია. ზოგ შემთხვევაში 80-90%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს ერთი კვირის ან ერთი თვის წინ იყო. ამ პროცესს ჩვენ ვაგრძელებთ. ასევე, იმ რეკომენდაციებს, რაც ფარმაცევტულ ბაზარს საქართველოში უფრო გამჭვირვალეს გახდის. ვიმედოვნებთ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში მედიკამენტების ფასებს სტაბილურს გახდის და ხელმისაწვდომს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში დღეისთვის დარეგისტრირებულია და აფთიაქებში 20-მდე დასახელების მედიკამენტია იყიდება.