9 ოქტომბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1728414593
უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ყურადღება მიიქცია ლგბტ თემში გავრცელებულმა ტერმინმა „ქიმსექსი“, რომელსაც მომხმარებლებისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე გარკვეულ რეკომენდაციებს ავრცელებს და აღნიშნული ნარკოტიკის მომხმარებლებს მიმართავს.
„ქიმსექსი - მოვლენა, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო და ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ამ
მოვლენის მსხვერპლი.
ჩვენ ვართ გამონაკლისი? სამწუხაროდ, არა, ვინაიდან იქ, სადაც არის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების პრაქტიკა, როგორიც არის მეფედრონი, მეტამფეტამინი ,alfa-pvp ,GGB, კეტამინი და სხვა, იქ ეს მოვლენაც არის გავრცელებული.
სექსუალური შეგრძნებების გაძლიერება და სხვა განსხვავებული შეგრძნების ძიება, სტიგმის დაძლევა, ადამიანები იყენებენ ნარკოტიკს. ეს მოვლენა გავრცელდა სექსუალური უმცირესობის თემში, ლგბთ საზოგადოებაში, თუმცა უკვე გასცდა და ჰეტეროსექსულური წყვილებიც იყენებენ ამ პრაქტიკას.
ზოგადად, საქართველოში ეს თემა ტაბუირებულია. ლგბთ თემში ნარკოტიკების და ალკოჰოლის პრობლემები ასევე დახურულია თემაა, თუმცა საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან, ეს ადამიანები ებრძვიან სტრესს, ჰომოფობიას, მარტოობას, არიან ძალადობის მსხვერპლი, ებრძვიან სტიგმას ოჯახებში და საზოგადოებაში იბრძვიან თანასწორობისთვის და უჩნდებათ „უმცირესობის სტრესი“.
იმიტომ კი არა, რომ ლგბტ წევრია, არა, იმიტომ, რომ უმცირესობის წევრია და ზოგადად, გადარჩენისთვის იბრძვიან. ამიტომ ასეთ შემთხვევებში ჩნდება ნარკოტიკი და ალკოჰოლი, რომელიც შემდგომ დამოკიდებულებაში გადაიზრდება.
რა რისკებია ახლავს ამ მოვლენას:
1. ზედოზირება
2. ფსიქოზები
3. სიკვდილი
4. ძალადობა
5. სუიციდი
6. სხვა და სხვა ფსიქიკური აშლილობების გაჩენის რისკი
7. სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გავრცელების მაღალი რისკი. მიმართეთ ექიმს, თუ იყენებთ ასეთ ნარკოტიკს და გქონდათ და გაქვთ ქიმსექსის პრაქტიკა!“ - წერს ნარკოლოგი.