გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის დაკავებას არეულობა მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, ოვიდიო გუზმან-ლოპესი სინალოას შტატში დააკავეს. როგორც გამოცემა წერს, მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკომოვაჭრის შვილს ექვსი თვე უთვალთვალებდნენ.
„ელ ჩაპოს“ შვილის დაკავების ოპერაციის დროს ქალაქ კულიაკანში სროლის ხმა ისმოდა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩახერგილი გზები და დამწვარი ავტობუსები ჩანს. „აერომექსიკოს“ თვითმფრინავს კი აფრენის დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაკავების ოპერაციის მიმდინარეობისას ქალაქ კულიაკანში სკოლები დახურეს. დროებით დაკეტილი იყო აეროპორტიც. მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავება სთხოვეს.
ამჟამად, დაკავებული ნარკომოვაჭრე მექსიკის დედაქალაქშია გადაყვანილი.