თერჯოლაში 4 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა
1761389708
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1998 წელს დაბადებული მ.თ., 1993 წელს დაბადებული ო.უ. და 1975 წელს დაბადებული ი. ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მ.თ. განზრახ მკვლელობის, ო.უ. ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ხოლო ი.ქ. ნარკოტიკების ან მასტიმულირებელი ნივთიერებების კომერციალიზაციის/გაყიდვის ან მიწოდების ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
„დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე მათგანი ბათუმში, სხვადასხვა დროს დააკავეს. ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.