იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი წევრად არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი წევრი ჰყავს.

მოსამართლეთა 36-ე კონფერენციაზე არჩილ კოჭლამაზაშვილმა 295 ხმა მიიღო.

პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთი არამოსამართლე წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებით, ძველი კანონმდებლობით, საბჭოში უნდა ყოფილიყო 9 მოსამართლე წევრი, ახალი კანონმდებლობით კი 12 მოსამართლე წევრია განსაზღვრული.

„ვინაიდან გაჩნდა ვაკანსია, რომელიც მოსამართლე წევრს ეკუთვნის, შესაბამისად, ავირჩიეთ მე-12 წევრი“, - დასძინა მურუსიძემ.