პერუში სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელებმა ნარკორეალიზატორები დააკავეს

სანტა-კლაუსი

პერუში სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელებმა ნარკორეალიზატორები დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, სადღესასწაულო ფორმებში გამოწყობილმა პოლიციელებმა, პერუში ნარკოდილერების დაჯგუფებას „სიურპრიზი" მოუწყვეს და სპეცოპერაციის შედეგად, 6000 კოკაინის პასტის, 104 კოკაინის ფხვნილის და 279 მარიხუანას შეკვრა ამოიღეს.

პოლიციის აგენტების თქმით, ისინი სანტას ფორმებში იმიტომ გამოეწყვნენ, რომ წინასაახალწლო პერიოდში ასე დიდ ყურადღებას არ მიიქცევდნენ.