"დედის საფლავზე დადის, რომელიც თვითონ მოკლა..." - ქართველი ბალერინას ტრაგიკული ისტორია
1742797128
გიგი ანთაძის დედა, თათო გვარიშვილი პოლიციელების მხრიდან შშმ არასრუწლოვნის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წლების წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს, თუ როგორ დაეხმარა საზოგადოება და პოლიცია მის არასრულწლოვან შვილს.
„რამდენიმე წლის წინ დამირეკეს მეტროს პოლიციიდან, არ ინერვიულოთ მშვიდობაა, გიგი ჩვენთან არის და მობრძანდითო. რა გადავიტანე სანამ მივიდოდი მიხვდებით..
თურმე ვიღაც საქონელს ხელი უკრავს და წაუქცევია. ისე დაუდგა მთელი ვაგონი და პოლიცია გვერდით, არასოდეს დამავიწყდება. ჩავთვალე რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან გაიზარდა.
სიტყვები არ მყოფნის გუშინდელი ფაქტზე..... ეს არავის უნდა შევარჩინოთ. უმკაცრესად დაისაჯოს მოძალადე(ები)“, - წერს თათო გვარიშვილი.