საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
ცნობილი ხდება იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებიც შშმ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დააკავეს.
პოლიციელი, რომელსაც ბრალი წამების და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე წაუყენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძეა.
რაც შეეხება მეორე პოლიციელს, მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ კახა ბაკაშვილს, რომელიც კოლეგის მიერ ჩადენილ დანაშაულს უყურებდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაასამართლებენ.
პოლიციელების ფოტოების „ტვ პირველი“ ავრცელებს.