„პოლიციელის აგრესია ამან გამოიწვია“ – რას ჰყვება შშმ ბიჭის მეგობარი

შშმ ბიჭი სცემეს

ისნის მეტროსადგურში სამართალდამცველის მიერ ნაცემი შშმ არასრულწლოვანის მეგობარი ამბობს, რომ დაზარალებული მეტროს ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა, რამაც პოლიციელის გაღიზიანება გამოიწვია.

„ჩემი მეგობარი ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა და ამან გამოიწვია პოლიციელის აგრესია, რის შედეგადადც ხელით, წიხლით ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ რომ ვუთხარით, რომ ყრუ-მუნჯია და არ შეუძლია ლაპარაკი, მან გვითხრა, რომ აალაპარაკებდა და რა მეთოდით სცადა ალაპარაკება, თქვენც ნახეთ“ - ამბობს შშმ ბიჭის მეგობარი „მთავარ არხთან“.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცემის საქმეზე 2 პოლიციელია დაკავებული - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.