VIDEO: „სპეცრაზმს რომ გაჰყავდა, მერე მიხვდა...“ - რას ამბობს ყოფილი მძევალი თავდამსხმელზე

თავდამსხმალი

ყოფილი მძევალი, ეკა შელია „საქართველოს ბანკში“ შეჭრილ გრიგოლ ნარსიაზე საუბრობს. ამბობს, რომ აგრესიული ხდებოდა მაშინ, როცა თანხის მიტანა აგვიანდებოდათ.

„პერიოდულად განერვიულდებოდა ხოლმე და რისკი იყო, რომ რომელიმე თანამშრომლისთვის რამე მოეწია. ძალიან სტრესული მდგომარეობა იყო.

აგრესიული იყო თანხა რომ არ მოჰქონდათ და აგვიანდებოდათ. უკანა კარი ღია იყო, შეიძლებოდა იქიდან გასვლა. მან არ იცოდა, კარი რომ ღია იყო. სპეცრაზმს რომ გაჰყავდა, მერე მიხვდა“, - იხსენებს ეკა შელია.

ასევე დაგაინტერესებთ: EXCLUSIVE: „შვილს გულის მანკი აქვს...“ - რას ჰყვება ბანკის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია