პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ინტერესებს აიპ „იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.
ხუთი ადვოკატისგან შემდგარი ჯგუფი საქმეში უკვე ჩაერთო. ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი, რომელიც დაცვის ქვეშ მყოფს უკვე შეხვდა, აცხადებს, რომ საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს, თუმცა არ გამორიცხავს, ძარცვის მოტივი დაკავებულის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.
ადვოკატი სოსო ქუთათელაძე კი ამბობს, რომ დაცვის მხარე დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზას მოითხოვს.
„ჩვენი გუნდი იცავს გრიგოლ ნარსიას ინტერესებს. გამოვითხოვთ საქმის მასალებს და იქედან გამომდინარე აიგება დაცვის სტრატეგია. პირველ რიგში, დასადგენია ამ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დავნიშნავთ ექსპერტიზას“, – განაცხადა ადვოკატმა სოსო ქუთათელაძემ.
გრიგოლ ნარსიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გრიგოლ ნარსია ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დაგაინტერესებთ:
EXCLUSIVE: „შვილს გულის მანკი აქვს...“ - რას ჰყვება ბანკის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია
ასევე ნახეთ: კადრები რომლებიც არ გასაჯაროებულა - რა ხდებოდა მძარცველის აყვანის მომენტში