აირჩიეთ ერთი ცხოველი და გაიგეთ მეტი საკუთარი პიროვნების შესახებ - ტესტი
1762532429
ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ. 37 წლის გრიგოლ ნარსია სამართალდამცველებმა
9 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში გუშინ შეიჭრა - მთავარი მოთხოვნის 2 მილიონი ლარის მისაღებად თავდამსხმელმა 14 პირი მძევლად აიყვანა.
პოლიციამ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავა.
მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს - საუბარია ტერორიზმზე, მძევლების აყვანასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაზე.