პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საბერძნეთში, ერთ ძველ სოფელში, უძველესი ტრადიცია არსებობს, რომელიც უფლისთვის მადლიერების გამოხატვას ემსახურება. მორწმუნე, რომელიც აღთქმას დებს, ერთ კონკრეტულ დღეს, 28 ოქტომბერს უძველეს ქრისტიანულ საყდარს სპეციალურად ჩამოხვეული სანთლით წრეს არტყამს და შესაწირის სახით ადგილზე ტოვებს. ამის შესახებ ვიდეო მასალას ემიგრანტთა საინფორმაციო პორტალი აქვეყნებს.
„ეს უნიკალური ტრადიციაა სოფელ მელამპესიდან, რომელიც დღემდე შემოინახა და სრულდება 28 ოქტომბერს, ეროვნული დღესასწაულისა და 4 წმინდა მოწამის დღის პარალელურად. სოფლის მაცხოვრებელი ქალბატონები და მამაკაცები ადგილობრივ დღესასწაულზე ოთხი მოწამის სახელობის ეკლესიას ავლებენ სანთელს, აღნიშნული აღთქმა კი, წინა წელს აქვთ ხოლმე დადებული.
ადგილობრივებს სწამთ, რომ როდესაც ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი განსაცდელშია, უფალს დახმარებას სთხოვს და დებს აღთქმას. სანთლის შემოვლება კი იმდენჯერ ხდება, რამდენჯერაც მორწმუნე აღთქმის დადებისას ჰპირდება უფალს. რა თქმა უნდა, სანთელი, რომელსაც ტაძარს ავლებენ, მოგვიანებით სწორედ იქ რჩება, შესაწირის სახით.
აღსანიშნავია, რომ ტაძარს მხოლოდ ერთხელ რომ შემოევლოს, საჭიროა 5 კილოგრამი სანთელი.” – წერს გამოცემა.