„დაგვიანებით მიდით, ოღონდ მიდით... თავს ჩვენი გელასავით ნუ მიასვენებინებთ“ - ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

mankana

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი სამწუხარო ინფორმაცია გახდა - გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. 

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მათხოჯში 37 წლის გელა გედენიძე საკუთარი ავტომობილით ხეს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც ახლობელი ამბობს, ის ავტომობილში მარტო იჯდა, ჩაეძინა და ამიტომ, ხეს შეეჯახა.

„ის საუკეთესო ადამიანი იყო, ძალიან სამწუხაროა, რომ დაღლილობა გარდაცვალების მიზეზი გახდა. 

ყველას მინდა ვთხოვო, ვინც მანქანას მართავს, თუ დაღლილები იქნებით, ავტომობილი გადააყენეთ, ცოტა ხანს დაიძინეთ და სასურველ მისამართზე დაგვიანებით მიდით, ოღონდ მიდით... ჩვენი გელასავით ნუ მიასვენებინებთ თავს, ახლობლებს გაუფრთხილდით, ახლა გედენიძეების ოჯახში ანით აღუწერელი ტრაგედიაა, ამის მიზეზი კი, არც სიმთვრალეა და არც - გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა.“ - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი. 

როგორც მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. 

 ფოტო: ზოგადი