VIDEO: „რომ დავინახე დემეტრე, ეს იყო ახლიდან ჩემი დაბადება...“ - თედო ბექაურის რთული გზა და პირადი ბედნიერება

თედო

მსახიობი თედო ბექაური „იმედის“ ეთერში ცხოვრების რთულ პერიოდსა და ბედნიერ დღეებზე საუბრობს.

იხსენებს, თუ როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე. მსახიობი მაყურებელს უზიარებს შვილთან შეხვედრის პირველ ემოციებსაც.

„ჩემ მეგობარს ვეხმარებოდი, სადიპლომო კინოს აკეთებდა. გადაღებიდან რომ გამოვედი, დამირეკეს, შეკრებილები ვართ მეგობრები და ამოდიო. ავედი და ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული გოგო ვინც იჯდა, მომიწია მასთან ახლოს დაჯდომა...

...როცა დემეტრე დაიბადა, ამათთან მინდოდა ყოფნა, გადაღებაზე ვიყავი. ისე ცუდად ვიყავი, რომ ვერაფერს ვაკეთებდი. მათთან ვიყავი ფიქრებით. გამოყვანის დღესაც, ისე მომიწია, რომ გადაღებაზე ვიყავი. ღამის 2 საათი იყო, სახლში რომ მივედი და დავინახე დემეტრე, ეს იყო ახლიდან ჩემი დაბადება...“, - ამბობს თედო ბექაური.

ასევე ნახეთ:

ადამიანის ხანმოკლე სიცოცხლის მიზეზი შეიძლება დინოზავრები იყვნენ - ახალი კვლევა

სად და როდის შეიზღუდება მოძრაობა - გაფრთხილება მძღოლებს

„2023 კარგი წელი იყო. ახალი წლის ღამეს ყველანი შევიკრიბებით და... 2024 წელი, დარწმუნებული ვარ, საუკეთესო იქნება“ - რას გვიმხელს ნეკა დოროყაშვილი