„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1783435701
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას/ჩიპირებას ატარებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი იაკობაშვილმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისათვის მონაწილე მხარეებს შორის მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია.
„ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულია როგორც უპატრონო/მიკედლებული, ასევე პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ჩიპირება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ძუ ძაღლების სტერილიზაცია, რასაც, სააგენტოსთან ერთად, კერძო ვეტერინარული კლინიკები უზრუნველყოფენ. პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა“, – განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.
შეხვედრაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი, ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტისა და ჰიპერპოპულაციის პროგრამაში ჩართული ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.