1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დღეს, 26 თებერვალს თბილისში, და ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია კვლავ გაიმართება.
აქციის მონაწილეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
"რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა სისხლისმღვრელი ომი გრძელდება! ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა შეუმჩნეველი არ დარჩა, ჩვენ მადლობა გადაგვიხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!" - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ცნობისთვის, ბოლო მესამე დღე თბილისში, უკრაინის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია იმართება. 25 თებერვლის აქციას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.