მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

საქართველოში უკრაინის მხარდამჭერ აქციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.

ზელენსკის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოქალაქეები არ წარმოადგენენ მთავრობას, თუმცა, მთავრობაზე უკეთესები არიან.

„ საოცარ ქართველ ხალხს კარგად ესმის, რომ მეგობრებს გვერდით უნდა დაუდგე. მადლობა ყველა ადამიანს, თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და ეწინააღმდეგება ომს. მართლაც, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოქალაქეები არ წარმოადგენენ მთავრობას, თუმცა, მთავრობაზე უკეთესები არიან“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.