1737312489
"ევროკავშირს ეშინოდა, რომ ოკუპანტებს ვერ შევაკავებდით? ახლა ხედავთ, აქ ისინი როგორ ღრიალებენ" - გონჩარენკო
"არავის არასოდეს მოუპოვებია თავისი ადგილი ევროპაში ისე სასტიკად, როგორც - ჩვენ. ასე ეხმაურება უკრაინული რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირის მიმართ განცხადებას.
"დროა, უკრაინა ევროკავშირს შეუერთდეს. მომენტი, როცა სიტუაცია სწორედ ამას უსვამს ხაზს და მე სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტს.
მეზობლებს საფიქრალი არაფერი აქვთ.
ევროკავშირს ომის ეშინოდა ? პუტინმა უკვე დაიწყო.
გახსოვთ, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ეშინოდა? მას არ ეშინია საკუთარი თავის, ასეა.
ევროკავშირს ეშინოდა, რომ ოკუპანტებს ვერ შევაკავებდით? ახლა ხედავთ, აქ ისინი როგორ ღრიალებენ.
არავის არასოდეს მოუპოვებია თავისი ადგილი ევროპაში ისე სასტიკად, როგორც - ჩვენ.
ყველა შიში გაქრა. ყველა "უკვე" მიდის ერთზე და ეს არის ევრო-უკრაინა." - წერს ალექსი გონჩარენკო.
ცნობისთვის, ზელინსიმ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ევროკავშირს ასე მიმართა:
"ეს ის გადამწყვეტი მომენტია, როცა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს ეს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში მიღება გადაწყდეს." - წერს პრეზიდენტი.