სისხლში აღმოჩენილი ოთხი ცილა შესაძლოა გულისა და ტვინის დაავადებების რისკის პროგნოზირებაში დაგვეხმაროს - კვლევა

ცილა

 სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის (NUS) მეცნიერებმა სისხლში ოთხი ცილა გამოავლინეს, რომლებიც შესაძლოა ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების პროგრესირებასთან, მეხსიერების გაუარესებასთან, ინსულტთან და გულ-სისხლძარღვთა გართულებებთან იყოს დაკავშირებული.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1 400-ზე მეტი ცილა შეისწავლეს და ორი დამოუკიდებელი კვლევითი ჯგუფის მონაცემები გააანალიზეს. საბოლოოდ, განსაკუთრებული ყურადღება ოთხ ცილას მიაქციეს: NEFL, LTBP2, CRIM1 და PLAUR.

მკვლევრების განმარტებით, აღნიშნული ცილები შესაძლოა ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების ადრეული მაჩვენებელი გახდეს და ექიმებს იმ ადამიანების გამოვლენაში დაეხმაროს, რომლებსაც მომავალში ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალი რისკი აქვთ.

მეცნიერების შეფასებით, მომავალში სისხლის ანალიზზე დაფუძნებულმა ასეთმა ბიომარკერებმა შესაძლოა ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და სხვა დიაგნოსტიკური მეთოდები შეავსოს.

მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, აღმოჩენას დამატებითი კვლევები და კლინიკური დადასტურება სჭირდება, სანამ ის ყოველდღიურ სამედიცინო პრაქტიკაში დაინერგება.

✕