„უკარგესი ადამიანი იყო, გამორჩეული ტოპ-მენეჯერი“ - ხატია შამუგია ლევან მარგველაშვილზე

ლევან მარგველაშვილი

„ისი-პარი“-ს ერთ-ერთი მეწილე და თანადამფუძნებელი ლევან მარგველაშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, ის მძიმე სენს ებრძოდა.

ცოტა ხნის წინ თავად „ისი-პარი“-მ სოციალურ ქსელში გლოვის აღმნიშვნელი ფოტო დააყენა.

„ძალიან დაგვწყვიტა გული ყველას, უკარგესი ადამიანი იყო პირველ რიგში, გამორჩეული ტოპ-მენეჯერი, მხოლოდ დადებითი შემიძლია გავიხსენო ლევანზე და არა მხოლოდ მე, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ლევანი არ უყვარდა და პატივს არ სცემდა“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ „ისი პარის“ ყოფილი პიარმენეჯერი ხატია შამუგია.

ხატიამ სოციალურ ქსელში პოსტიც დაწერა. „ლევანის დაბადების დღე 19 აპრილსაა, ვახტანგის - 23 აპრილს და რამდენიმე წელი ემთხვეოდა ჩვენი მივლინებები ამ პერიოდში ბარსელონაში, სადაც ორივე იუბილარი აღნიშნავდა იუბილეს. წელს ზეციურ მარადიულობაში შეხვდებიან და იქ იზეიმებენ. რა ბედნიერი დრო იყო“ - წერს ხატია სოციალურ ქსელში.