კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
"უკრაინელები რომ მათ გარდაცვლილ მეომრებს მუხლმოდრეკით ეგებებიან, კეთილი შურით მშურს. აბა, ჩვენ რომ აფხაზეთის ომიდან ჩამოვედით, რა აღარ დაგვწამეს. ნაომარ მებრძოლებს მოროდიორებსა და ბანდიტებს გვიწოდებდნენ, სულში გვაფურთხებდნენ. და იმ, ომიდან გამოყოლილ გაუსაძლის სულიერ ტკივილს, ესეც გვიმძაფრებდა" - თავის ნაომარ წარსულს, "პრაიმტაიმთან", აფხაზეთის ომის ვეტერანი, გორგასლის ორდენოსანი ირაკლი ლომიძე იხსენებს.
სოხუმში, გუმის მთის მეორე ხაზს ვამაგრებდით. ჩვენსკენ რომ გადმორბოდა, საშკა მაშინ დაჭრეს. მერე ბაბუშერაში ჩვენი ბიჭების თვიმფრინავი ჩამოვარდა... ამის მერე უკვე თავები გვქონდა გადადებული. ფრონტის ხაზიდან ვერ გამოვდიოდით. მე და გუთუ ჯღამაიამ ავაფეთქეთ ჩვენი იარაღის ორი საწყობი, აფხაზებს რომ არ დარჩენოდათ.
გიო ხუციშვილი, ჩემი გიო, მის სულს ვენაცვალე... ერთად ვიომეთ. დავალებებს რომ ვიღებდით, ყველას ერთად წასვლა გვენანებოდა, ერთმანეთს ვზოგავდით და ხან ის გაიპარებოდა, იბრძოლებდა, ხან - მე, ხანაც - სხვა. ძირითადი ბრძოლები ერთად ვიყავით. ტყვარჩელის აღების დროს, ლაშქერიას მთაზე ვიყავით ორი კვირა...
ირაკლი ამირეჯიბი გლდანელმა ბიჭმა, ზაზამ გამაცნო, ოჩამჩირეში. სვამდნენ. ფრანგი ჟურნალისტი და ირინა გოგოსაშვილი იყვნენ მათთან ერთად. ირაკლი წყალბურთელი იყო, "კრასავჩიკი" და ასე იცოდა, ხომ მაგარი მხრები მაქვს, ბიჭოო. მოსწონდა საკუთარი გარეგნობა.
ტყვიების ზუზუნის დროს, ფეხზე დადიოდა, არ წვებოდა. თბილისურად ომობდა. ვინც თბილისიდან ვიყავით, ასეთები ვიყავით. მე "ჟივუჩის" გარდა, "მარიაჟას" მეძახდნენ. სულ ახალი "ზმანები" და იარაღი უნდა მქონოდა, "ნავაროტკებში". ვიყავით "ჟილკიანები". ერთი ამათ დავუხარო თავიო, ამბობდა ირაკლი და ომში წელგამართული დადიოდა.
რომ დაჭრეს, ჩვენ ტამიშში ვიყავით. ბრძოლები ყველა მიმართულებით მიდიოდა. ირაკლი და მისი გუნდი სოხუმისკენ მიდიოდნენ და თავდასხმა მოუწყეს. სამი-ოთხი ქალი დაიღუპა.
ირაკლი ამირეჯიბზე სნაიპერმა ქალმა მერე მოჰყვა: სიმპათიური ბიჭი დავინახე, ნახევარი საათი გავშეშდი, არ შემეძლო მესროლა. მერე უფროსმა მე დამიმიზნა და სროლა მაიძულაო. არ მინდოდა მომეკლა, ჩემმა ქალურმა ინტუიციამ მიკარნახა, რომ ეს ეს სიმპათიური ბიჭი ჩემი არასდროს იქნება და სასიკვდილოდ ვერ გავიმეტე, დავჭერიო. ასე მოვიდა ეს ინფორმაცია ჩემამდე. მხარში დაიჭრა, მაგრამ ტყვია შიგნით ჩაუტრიალდა. სამი დღე ვიბრძოლეთ მის გამოსაყვანად. ტანკები დავიმატეთ და მასირებული შეტევა დავიწყეთ. ოთხი ბიჭი გარდაგვეცვალა.
ირაკლის ცხედარი, თუ არ ვცდები, თამაზ ფანჩულიძემ, ნოდარ კირკიტაძემ და კობა ლაგაზიძემ დამალეს, აფხაზებს რომ არ წაეღოთ. წაიკითხეთ სრულად