ბათუმის ბულვარის საერთაშორისო კონფერენცია

ბულვარი

ბათუმის ბულვარი რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით, "რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“, მასპინძლობს.

კონფერენციის ფარგლებში, 20-მდე თემატური პრეზენტაცია რეკრეაციული სივრცეების განვითარებას შეეხო.

შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე გამართეს: „ლანდშაფტის თავისებურებები და თანამედროვე ტენდენციები“, „მწვანე ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია ურბანულ არქიტექტურაში“, „დეკორატიული მცენარეების როლი რეკრეაციული პარკების მდგრად განვითარებაში“ და სხვა.

კონფერენციას ოფიციალურ პირებთან, აკადემიურ სექტორთან და სტუდენტებთან ერთად გამწვანების სამსახურის სპეციალისტები ესწრებოდნენ. ღონისძიების მეორე დღე ვორქშოფებს და პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმობა. ბულვარის მესამე საერთაშორისო კონფერენციის მიზანია ურბანული პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების მართვის სფეროში თანამედროვე მიდგომების, ინიციატივების და გამოცდილების გაზიარება.