„ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად, იქნება 20 000 ლარი...“ - შს მინისტრის მოადგილე დეტალებზე
1763409423
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„18 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩა N7-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 18 ნოემბერს, საღამოს 22:00 საათიდან, 19 ნოემბრის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ლილოს დასახლების I და II მიკრორაიონებს, I კვარტალს, II კვარტლის N1-7; N2-8, IV და V კვარტლებს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას და ნამორაძის ქუჩებს. სოფელ დიდი ლილოს, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს, არსენ მეკოკიშვილის ქუჩებს, საქნავთის დასახლებას, სადგური ლილოს დასახლებას, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვების ნაწილს, სოფელ წინუბანს, ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის კუპრაძის ქუჩას და მიმდებარე დასახლებებს, აეროპორტის, ქვემო ალექსეევკას ორხევის და თეთრიხევის დასახლებებს, ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, კახეთის გზატკეცილის N73, 75, 83, 87, 89, ამერიკულ ლაბორატორიას, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის და ახვედელიანის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია განცხადებაში.