21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ქმარსა და მამამთილს აღკვეთის ღონისძიების სახით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს გამოძიება სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ფაქტებზე წარედგინათ, რაც კანონის მიხედვით სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ,ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობისთვის მისი ქმარი და მამამთილი დააკავეს. ახალგაზრდა ქალი ამბობდა, რომ მეუღლემ და მეუღლის მამამ მასზე არასრულწლოვანი შვილისა და დედამთილის თვალწინ იძალადეს. დედამთილი ძალადობის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ქალმა დაზიანებები მანქანიდან გადმოსვლის დროს მიიღო.