„თუ არ გაქვს ძალა, მოტივაცია... ყველაფერს რთულად აღწევ...“ - რიტუალი, რომელიც გათვალვისგან გიხსნით

გათვალვა

ადამიანები გათვალვას სერიოზულად არ უყურებენ, არადა ეს ზოგჯერ ჯადოზე ძლიერიც და უფრო დამანგრეველიც არის, - ამის შესახებ ეზოთერიკოსი ნინუშკა ლისენკო აცხადებს და გათვალვის მოსახსნელად ერთ-ერთ ტექნიკას გვიზიარებს.

„ბოლოს დროს, თუ აღარ გაქვს ძალა, არაფრის სურვილი, მოტივაცია, პრობლემები გაქვს, ყველაფერს ძნელად აღწევ, ყველაფერს წარუმატებლობა მოჰყვება, გაქვს ურთიერთობაში პრობლემები და ა.შ - ე.ი გათვალული ხარ.

ადამიანები გათვალვას სერიოზულად არ უყურებენ, არადა ეს ზოგჯერ ჯადოზე ძლიერიც და უფრო დამანგრეველიც არის.

საკმაოდ ძლიერ მეთოდს გასწავლით თვალის მოსაშორებლად - ამისთვის დაგჭირდებათ თასი, ბრინჯი და 3 კბილი ნიორი. თითები ჩაყავით და შემდეგი სიტყვები წარმოთქვით: „ამ ძალამ შეიწოვოს მთელი ჩემი ნეგატივი. მთელი ჩემი ცხოვრება გახდეს სუფთა, წმინდა, ნეგატივის და პრობლემების გარეშე. ვიყო წარმატებული. დაე, იყოს ასე“. ეს ყველაფერი გაიმეორეთ 7-ჯერ.

ბრინჯი შეიწოვს მთელ ნეგატივს, ნიორი კიდევ დაცვას დაგიყენებთ, რომ იოლად არ გაგთვალონ.

ეს თასი მთელი ღამე საწოლთან ან ფანჯრის რაფაზე გედოთ, დილით, სადაც გინდათ, იქ გადაყარეთ,“ - ამბობს ნინუშკა ლისენკო.