გივი მიქანაძე ეკა გიგაურის სენატში გამოსვლაზე: ის ყველაფერზე მიდის და ყველანაირ სიცრუეს ავრცელებს იმისთვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდეს მეტი მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან

გივი მიქანაძე

მისი დღევანდელი განცხადებები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ადამიანი არის პირდაპირ ჩართული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის განხორციელებაში, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის სენატში გამოსვლას.

„ის ყველაფერზე მიდის და ყველანაირ სიცრუეს ავრცელებს იმისთვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდეს მეტი მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან.

ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის დისკრედიტაციაზე ორიენტირებულ კამპანიას, მის რეალურ სახეს და იმ მიზნებს, რომლისთვისაც ის ყველაფერს აკეთებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რეპუტაციულად დააზიანოს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.