ასტროლოგი ასახელებს სიტყვას, რომლის გამოყენებაც სურვილების, ან დალოცვის დროს ზიანის მომტანია

მიხეილ ცაგარელი

სურვილების ან დალოცვის დროს გაითვალისწინეთ, რომ „არ“ არ შეიძლება, -  ინფორმაციას ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ავრცელებს და რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს:

„მაგალითად, „არ მოგაკლოთ უფალმა“ ან „უფალმა არ მოგაკლოთ ჯანმრთელობა და სიყვარული“.  სამყაროში უარყოფა არ არსებობს და სიტყვა „არ“ არ იკითხება.

აბა, ნახეთ თუ „არ“ არ იკითხება სამყაროსგან, მაშინ რაღა დარჩება თქვენს დალოცვაში?… ხომ მიხვდით, ამიტომ „უფალმა არ მოგაკლოთ ბედნიერებას“ წაიკითხავს როგორც „უფალმა მოგაკლოთ ბედნიერება“ ხედავთ? ამიტომ ასე დალოცეთ, უფალმა მოგმადლოთ ბედნიერება… დიდი წინდახედულობაა საჭირო, ცოტა ხნით გააკონტროლებთ თავს და მერე ავტომატურად გადაეჩვევით,“ - წერს ასტროლოგი.