1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
წუხანდელი მოსული ნალექების რაოდენობამ 2-ჯერ და მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო წინასწარი მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ 2-ჯერ და მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია.
რაც შეეხება სანიაღვრე სისტემას, ქუჩებზე, სადაც ბოლო წლებში რეაბილიტაცია ჩატარდა, პირველ რიგში სწორედ სანიაღვრეები მოეწყო. რასაკვირველია რჩება პრობლემური ქუჩები.
აქვე ვაქვეყნებ ვიდეოს, თუ რა სურათი დახვდათ ჩვენს თანამშრომლებს კოლექტორებთან. არ შეიძლება საკუთარ ქალაქს მოექცე ასე. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც კოლექტორებში ვყრით ნაგავს, ეს ისევ ჩვენ შეგვიქმნის პრობლემებს“, - წერს მერიის პრესამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი.
ასევე ნახეთ:
საჭირო ინფორმაცია! როგორ მოვიქცეთ წყალდიდობისას - უსაფრთხოების წესები
სწრაფი კვების ობიექტის სოუსებზე კამათის დროს 16 წლის გოგონამ თანატოლი მოკლა (აშშ)