თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს

ჯაბა სამუშია~

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩია.

პროცესი უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილის ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო დაცვის სამსახური.

107-ე აუდიტორიასთან შეკრებილი სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრების აშენებას და საბინაო სუბსიდიას მოითხოვდნენ.