თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან პოლიციასა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ირანი

ირანის პოლიციასა და სტუდენტებს შორის თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, შარიფის უნივერსიტეტი ათეულობით პოლიციელით არის გარშემორტყმული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის უსაფრთხოების ძალებმა სტუდენტების კამპუსიდან განდევნის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე ათეული სტუდენტი.

საპროტესტო დემონსტრაციები თეირანის გარდა ასევე გაიმართა რამდენიმე ქალაქში, როგორიცაა: იაზდი, ქერმანშაჰი, სანანდაჯი, შირაზი და მეშჰედი. „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სიკვდილი ხამენეის“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ბოლო ორი კვირის გამავლობაში ანტი-სამთავრობო აქციების მიმდინარეობისას 133 ადამიანი დაიღუპა.