1774295087
თბილისის საგუნდო მუსიკის XVI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ჯუზეპე ვერდის „რეკვიემი“ შესრულდა - საღამო ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში, თბილისის საგუნდო მუსიკის XVI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ჯუზეპე ვერდის რეკვიემი შესრულდა. საღამო ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.
გერმანელი დირიჟორის, კორნელია ფონ კერსენბროკის ხელმძღვანელობით, სცენაზე გაერთიანდნენ: საქართველოს სახელმწიფო კაპელა, ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა, იმლინგის საფესტივალო გუნდი, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სინფონიეტა და მოწვეული სოლისტები.
საღამო განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მსმენელისთვის. შესრულება წუთიერი დუმილით დასრულდა, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი ოვაცია.











