„წვიმა, თოვლი ქარი...“ - როგორი ამინდი იქნება 26 მარტის ჩათვლით

ამინდი

24  მარტს  - სამშაბათს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  ღამით უმეტეს რაიონში  წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი, დღისით უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +17, +22°, სანაპირო რაიონებში +10, +15°;  მთაში ღამით +1, +6°, დღისით  +14, +19°; მაღალმთაში ღამით  -3, +2°, დღისით +10, +15°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.ღამით ზოგან შესაძლებელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი, დღისით უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით -7, -2°, დღისით +9, +14°. 

25  მარტს  - ოთხშაბათს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში  წვიმა, ღამით მაღალმთაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +8, +13°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში  წვიმა, მაღალმთაში ზოგან  თოვლი, დღისით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით  +5, +10°,  დღისით  +11, +16°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +8 +13°; მაღალმთაში  ღამით -3,+2°,  დღისით +3, +8°.

26  მარტს  - ხუთშაბათს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი  10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +9, +14°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში  წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი, ღამით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.  ცვალებადი მიმართულების ქარი  10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით  +4, +9°,  დღისით  +14, +19°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +8, +13°, ზოგან +19°; მაღალმთაში ღამით -2, +3°,  დღისით +5, +10°, ზოგან +14°.