ზუგდიდის, მარტვილისა და ხობის მუნიციპალიტეტებში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

სახერხი

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა - ზუგდიდის, მარტვილისა და ხობის მუნიციპალიტეტებში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს. მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული.

ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის მასალა. ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.