თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში, რუსეთის მოქალაქე ქალი გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიების დეტალები

პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის 2003 წელს დაბადებული ა.კ. -ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც უწყეაში აცხადებენ, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

„გამოძიების პირველ ეტაპზე დგინდება, რომ ახალგაზრდა ქალი საქართველოში, მიმდინარე წლის 16 მარტს ჩამოფრინდა, რის შემდეგაც დედაქალაქში მდებარე სასტუმროში დაბინავდა.

ა.კ.-ს თანმხლები პირის გადმოცემით, მან და ახალგაზრდა ქალმა, სასტუმროს ნომერში ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ მოიხმარეს. დილის საათებში კი მამაკაცმა ა.კ. გარდაცვლილ მდგომარეობაში აღმოაჩინა. ცხედარს რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ა.კ. - ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა“, - აცხადებენ შსს-ში.