„ჩვენ შეგვიძლია, ერთად მივაღწიოთ რეალურ ცვლილებებს ევროპაში“ - ვიქტორ ორბანმა მარინ ლე პენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

 ვიქტორ ორბანი

ჩვენ შეგვიძლია, ერთად მივაღწიოთ რეალურ ცვლილებებს ევროპაში, ამ სიტყვებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მარინ ლე პენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უნგრეთის პრემიერმა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის, მარინ ლე პენის პოსტი გააზიარა, რომელშიც ლე პენმა დაწერა, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ორბანის კანდიდატურას უჭერს მხარს. იგივე განცხადება ფრანგმა პოლიტიკოსმა უნგრეთში „პატრიოტები ევროპისთვის“ შეხვედრის ფარგლებში გააკეთა.