თბილისის ამ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება - ნახეთ, დეტალურად

modzraoba

თბილისის მერიის ინფორმაციით, წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

,,კრწანისის რაიონში, ცოტნე დადიანის მეორე შესახვევში (დავით აღმაშენებლისა და ცოტნე დადიანის ქუჩების დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთი) წყალარინების ქსელის მოწყობა იგეგმება, რის გამოც, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

სამუშაოების პერიოდში საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იქნება დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პირდაპირ, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით და ასევე, უკუმიმართულებითაც.

წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები 10 იანვრიდან 10 ივლისის ჩათვლით იწარმოებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, იმავე მიზეზით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება კიდევ რამდენიმე ქუჩაზე.

,,კრწანისის რაიონში, აფხაზეთის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, 10 იანვრიდან 10 მაისის ჩათვლით, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა აფხაზეთის პირველ და მეორე ჩიხს, ასევე, აფხაზეთის ქუჩას (ცოტნე დადიანის ქუჩიდან აფხაზეთის მესამე ჩიხამდე არსებული საგზაო მონაკვეთი) შეეხება.

სამუშაოების განმავლობაში, ავტომობილები აფხაზეთის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ გაგრის, ილორის, ხვიტიასა და ცოტნე დადიანის პირველი გასასვლელის მიმართულებით. მოძრაობა ასევე, დასაშვები იქნება ერეკლეს, თამარ მეფის, გულბაანის, სოხუმის, პატარაიასა და დავით აღმაშენებლის ქუჩების გამოყენებით. ანალოგიური მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმერთულებით გადაადგილებისას.

დროის აღნიშნულ პერიოდში, მიკროავტობუსი N412 რუსთავის გზატკეცილიდან (ქვემო ფონიჭალა, კორპუსი N19-ის მიმდებარედ) აფხაზეთის ქუჩამდე (აფხაზეთის III ჩიხი გადაკვეთა) იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მგზავრებს ანალოგიური მარშრუტით მოემსახურება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.