თბილისში, კორპუსში ლიფტი ჩაწყდა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1790711992
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა გამოიტანა.
23 წლის ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. სასამართლო პროცესზე მან სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.
„მკვლელობა როდის მოხდა, არ ვიცი. სიძესთან ვიყავი და გამომიყვანეს სახლში. ღამის 3 საათი იყო, როცა სახლში მივედი. ვიყავი მთვრალი და მეძინა. დილით გამოიარა სახანძრომ და სასწრაფომ. მაშინ მითხრეს, ბაბო მოუკლავთო. დაიბარეს ჩემი სიძე, შენი მანქანის ნომერი დაფიქსირდაო. დამიგულეს, უპატრონო ბიჭიაო, გაჭირვებულიაო, მე მტენიან ახლა. მთლიანი სოფელი ხელწერილს დაწერს, რომ მე არაფერი დამიშავებია“,- განაცხადა ბრალდებულმა.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა მისსავე საძინებელში ხის ჯოხითა და დანით, სახისა და კისრის არეში, მრავალჯერადი დარტყმა მიაყენა მოხუც ქალს, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.
მტკიცებულებების განადგურების მიზნით, ბრალდებულმა სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული რამდენჯერმეა ნასამართლევი და ამჟამადაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებას ითხოვდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.