უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888
ინტელექტკლუბი „რა, სად, როდის“ კლუბის ყოფილ მოაზროვნესთან, ანდრო სოლოღაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში „რა? სად? როდის?“ შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო ბევრი შეკითხვა ანდრო სოლოღაშვილის თაობაზე, რომლის ფბ-სტატუსმაც ფეისბუქ-მომხმარებელთა, მათ შორის ჩვენი აღშფოთებაც გამოიწვია.
გვინდა განვმარტოთ, რომ ანდრო სოლოღაშვილი თამაშობდა სატელევიზიო ინტელექტკლუბში 2014 წლის შემოდგომამდე, რის შემდეგაც მისი „მოაზროვნის“ სტატუსი აღარ განახლებულა და მომავალშიც არ იგეგმება. ანდრო სოლოღაშვილს უკვე თითქმის 9 წელია არანაირი შეხება არა აქვს ინტელექტ-კლუბთან, ამიტომ მოცემულ მომენტში მისი რაიმე ფორმით დაკავშირება ტელე-პროექტთან „რა? სად? როდის?“ დაუშვებელი და მიუღებელია.
აქვე დავძენთ, რომ ეს საკითხი ამით ამოწურულია და მომავალში ანდრო სოლოღაშვილის თემაზე შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას აღარ გააკეთებს…“ – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
ცნობისთვის, ანდრო სოლოღაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სტატუსი დაწერა.