8 მთავარი ნაშანი იმისა, რომ სისხლძარღვებში საშიში თრომბი გაქვთ
1757448877
აკადემიკოსი, ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი ინდიგო თაობის ბავშვებსა და მათდამი პედაგოგების დამოკიდებულებაზე საუბრობს.
ფსიქოლოგის აზრით, თუ მასწავლებელი ბავშვს ვერ აინტერესებს თავისი გაკვეთილით, ესე იგი ის არ არის სანატრელი მასწავლებელი. სადაც აგრესიაა, იქ აღზრდის საკითხი დამთავრებულია.
შალვა ამონაშვილი: დღევანდელი თაობა არის ინდიგო ბავშვების თაობა, ისინი არიან ძალიან ჭკვიანები, ჰიპერაქტიურები, თავმოყვარეები, ისინი არ ეგუებიან პირდაპირ და ხისტ მითითებებს, აკრძალვებს.
თუ რაიმე მათთვის არ არის საინტერესო, ისინი არ გაჩერდებიან გაკვეთილზე.
თუ მათ მასწავლებელი მეგობრად არ ეგულებათ, ისინი შიშის გამო გაკვეთილზე წყნარად არ ისხდებიან.
ეს ბავშვები მოვიდნენ ქვეყნად, რათა ჩვენ გავხდეთ უკეთესები, უფრო მოსიყვარულეები, გულისხმიერები, მეგობრულები.
ისინი დაუჯერებენ მეგობარს და არა მკაცრ დამრიგებელს.
მასწავლებლებო, მშობლებო, გახდით თქვენი შვილების მეგობრები.
თანამედროვე ბავშვი ვერ ეგუება ძველი ყაიდის მასწავლებელს. ის სულ სხვა გონებრივი და სულიერი განვითარებისაა.
მას ცოდნა უდუღს თავში და არ აკმაყოფილებს ჩვენი შეთავაზებული - „იცოდე, ორიანს დაგიწერ“, „გაგსვამ გარეთ“, „გაჩერდი დროზე! მომისმინე“ და ა.შ.
თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!
იქ, სადაც იწყება აგრესია, მთავრდება აღზრდა.
ჩვენ ვეძებთ კეთილმოწყობილ სკოლებს, როგორებიც არაერთია საქართველოში. მე გირჩევთ, მოძებნოთ პედაგოგი, რომელსაც ეყვარება თქვენი შვილი.
ცხოვრებაში ერთი მასწავლებელი ყველასთვის მოდის, სწორედ მან შეიძლება ძირფესვიანად შეცვალოს თქვენი შვილის ცხოვრება უკეთესობისკენ.
მშობლებო, ნუ მოსთხოვთ სკოლას მხოლოდ ცოდნას, გაუმართეთ დიალოგი. როდესაც სკოლაში მიხვალთ, ნუ ილაპარაკებთ ნიშნებზე, ილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორი ადამიანი იზრდება თქვენი შვილი, უყვარს თუ არა მეგობრები, არის თუ არა კეთილი, არის თუ არა გულისხმიერი და ა.შ. ორიანები და ხუთიანები არ ქმნის ადამიანს, პირიქით, აუბედურებს.
ასევე დაგაინტერესებთ: „თუ ამას არ აკეთებთ, ქმარი სხვაგან გაიხედავს, თქვენ რაღაც არ მოგეწონებათ, ოჯახი წკიპზე შედგება...“- შალვა ამონაშვილი
"თუ ბავშვს უარყოფითი რაღაცები მოსწონს.." - შალვა ამონაშვილი მშობლებს მიმართავს