ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ბელგრადში 14 წლის მოზარდმა ოთხშაბათს, 3 მაისს დილით, ვლადისლავ რიბნიკარის სახელობის სკოლაში მამის პისტოლეტით ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, წერს Srbija Danas.
არასრულწლოვანი სერბეთის დედაქალაქის ცენტრში, ვრაკარის რაიონის სკოლაში იარაღით მივიდა და ადგილობრივი დროით 8:40 საათზე ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა დაცვის თანამშრომელი, დაშავდა ისტორიის მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მსროლელი საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეა.
მსროლელი დააკავეს.
ადგილობრივი პორტალი Telegraf-ის ცნობით, დაცვის სამსახურის გარდა, სკოლის რვა მოსწავლე დაიღუპა. დაჭრილთა რაოდენობა არ ზუსტდება. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ერთ-ერთ ბავშვს თავის ტვინის ტრავმული დაზიანება აღენიშნება, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით კიდევ ორი მოსწავლე რეანიმაციაში იმყოფება.
ბოლო ინფორმაციით, სერბეთის დედაქალაქში სროლის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.
მეშვიდეკლასელი „ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თორემ სანიმუშო სტუდენტია და როგორც გავიგეთ, მედიცინის მუშაკების შვილი“.
- წერს გამოცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან რამდენჯერმე ესროლა თანატოლებს და სკოლის დაცვას. ცნობილია, რომ მეშვიდეკლასელმა მამას იარაღი მოჰპარა.
ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14 წლის ბიჭი სკოლაში ორი პისტოლეტითა და მოლოტოვის კოქტეილებით მივიდა.
ერთ-ერთ კლასში შენობის ჩხრეკისას მეშვიდეკლასელის ზურგჩანთა იპოვეს, რომელშიც სამი მოლოტოვის კოქტეილი იყო. ასევე აღნიშნულია, რომ მოსწავლე ორი პისტოლეტიდან ისროდა.