VIDEO: როგორ იპოვეს ბერი ანდრიას აქამდე უცნობი ვიდეო - „მასწავლებელს დაესიზმრა და მინიშნება მისცა...“

beri andria

თინათინ ჩხვიმიანი ფეისბუქზე შვილის, ბერი ანდრიას აქამდე უცნობ ვიდეო კადრებს აქვეყნებს. საერო ცხოვრების დროს გადაღებულ კადრებში, ბერი ანდრია ცხენზე ჯირითობს. ვიდეოს სანახავად აქ დააწკაპუნეთ.

როგორც დედა თინათინ ჩხვიმიანი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ბერი ანდრია პედაგოგს დაესიზმრა და მინიშნება მისცა...

თინათინ ჩხვიმიანი: - მარინა მასწავლებელს ბერი ანდრია გუშინ დაესიზმრა და თურმე ხელში მისცა ფლეშკა. ქალბატონი მარინა გიორგობიანი, ინგლისურის პედაგოგია, ის ბერი ანდრიას სახელობის ფონდში მეხმარება. დღეს რომ მოვიდა, კარადაში რაღაცას ეძებდა, რამდენიმე ფლეშკა იპოვა და ერთ-ერთზე ეს ვიდეო აღმოაჩინა.

ბერი ანდრიას ტელეფონში რა ფოტო და ვიდეოც იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ ფლეშკაზე გადავიწერეთ.   კონკრეტულად ეს ვიდეო თუ იქ იყო, არ ვიცოდი. 

"მიყვარს ეს დრო და შენ, დე. ასეთი ღიმილით და ბედნიერი სახით გააჭენე უფლისკენ" - წერს ბერის დედა ფეისბუქზე.