1757269592
ზელენსკი მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის იარაღის მიწოდება სწრაფად გაზარდონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, სწრაფად გაზარდონ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის იარაღის მიწოდება.
ამასთან, ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა რუსეთის მხრიდან დონეცკის ოლქის მიმართულებით განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა.
„ეს მხოლოდ ერთი თავდასხმაა იმ მრავალთაგან, რომლებსაც რუსები ყოველდღიურად ახორციელებენ უკრაინელების, ჩვენი ხალხის მიმართულებით, ჩვენს სახელმწიფოზე. რუსები განაგრძობენ მკვლელობას და საშინელებაა, რომ გლობალური აქტორები საკმარისად ძლიერ რეაგირებას არ ახდენენ. სწორედ ამას აღიქვამს პუტინი ომის გაგრძელების ნებართვად“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.