ახალი თაღლითური სქემა, ბანკომატების გამოყენებით
1756844042
გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ განვითარდა, რაც საარჩევნო შტაბთან აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის აქტივისტებმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე იყო ახალგაზრდული კავშირ "კულტურკამპის" დამფუძნებელი, გიორგი ყურაშვილი, რომელიც ადასტურებს, რომ მან ნამდვილად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, რომლებიც შტაბში იმყოფებოდნენ.
გიორგი ყურაშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს და ადასტურებს, რომ მას ადმინისტრაციული ჯარიმებიც აქვს.
"მე რუსთაველზე ვიყავი და იქ გავიგე, რომ რაღაც ხდებოდა, რომ ავედი გზაშივე ვნახე კადრები. მერე რომ გამოვედი, იმათ შევაგინე, კი ბატონო, შტაბის მიმართულებით, კონკრეტული ფაქტის გამო შევიგინე. შევიგინე იმათ მიმართულებით, პირუტყვები ვინც იყვნენ. ეგ შეგინება მოჰყვა იმ ფაქტს, როდესაც ახალგაზრდებს დაესხნენ თავს“, - ამბობს გიორგი ყურაშვილი.
კახა კალაძის შტაბთან აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის აქტივისტებმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.