"თუ ამას სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ გააკეთებთ, ბავშვი შეწყვეტს გაკვეთილზე დაგვიანებას" - შალვა ამონაშვილის რჩევა მასწავლებლებს

class

დიდმა ქართველმა პედაგოგმა, შალვა ამონაშვილმა, ერთხელ კითხვა დაუსვა მის ლექციაზე შეკრებილ მასწავლებლებს:

"წარმოიდგინეთ სიტუაცია, მეოთხე კლასში ატარებთ გაკვეთილს და შემოდის ბავშვი, რომელიც 20 წუთით აგვიანებს, თქვენი ქმედებები?"

მასწავლებლები იწყებენ სხვადასხვა ვარიანტების შემოთავაზებას: "გადი კლასიდან", "მომეცი დღიური", "დაჯექი შენს ადგილას, გაკვეთილის შემდეგ ვილაპარაკოთ", მაგრამ შალვა ამონაშვილი არცერთი პასუხით არ იყო კმაყოფილი.

მან თქვა: "ბავშვი რომ დაგვიანებით შემოსულიყო, მე მთელი გულით ვეტყოდი: "გამარჯობა, შვილო, შემოდი, დაჯექი, უშენოდ გაკვეთილს ვერ დავიწყებდით, გელოდებოდით". ამას ჰქვია უპირობო სიყვარული, რომლის გაყალბება არ შეიძლება.

მეორე დღეს თუ დააგვიანებს, კიდევ უფრო დიდი სიყვარულით ვეტყვი: "გამარჯობა, ჩემო შვილო, გელოდები, სწრაფად შემოდი, დაჯექი. შენს გარეშე გაკვეთილს ვერ დავიწყებდით".

და თქვენ იცით, თუ ამას სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ გააკეთებთ, ბავშვი შეწყვეტს დაგვიანებას. რადგან ის რეაგირებს მხოლოდ სიყვარულის წმინდა იმპულსზე. და თუ იგრძნობს, რომ ის სადმე უყვართ, იქ აღარასდროს აღარ დააგვიანებს".